ბოლო შესწორება: (16 აპრილი 2019 წელი)

მოცემული წარმოადგენს იურიდიულად განსაზღვრულ დოკუმენტს ( ხელშეკრულებას) ორ ბიზნეს მეწარმეს B.V HEREINAFTER  კომპანიასა და Lucky Enterprises B.V შორის. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მოცემულ დოკუმენტს და დარწმუნდეთ, რომ თქვენ ზედმიწევნით სწორად გესმით ხელშეკრულების მთავარი კონტენტი და ეთანხმებით ვებ-საიტის პირობებს. თუ ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული და ეჭვი გეპარებათ  საიტის აბსოლუტურად ლეგალურ საქმიანობაში და თვლით, რომ თქვენი უფლებები მაქსიმალურად დაცული არ არის, შეგიძლიათ მიმართოთ იურიდულ საკონსულტაციო საბჭოს.

„მე ვეთანხმები“ ღილაკზე დაკლიკვის შემთხვევაში თქვენ თანახმა ხართ სრული უფლება მისცეთ ვებ-საიტს გამოიყენოს და შემოგთავაზოთ კუთვნილი სერვისები და მომსახურებები. თქვენ აცნობიერებთ, რომ ზედმიწევნით კარგად გაეცანით შინაგან წესდებას და ხელშეკრულების ყველა პუნქტი თქვენთვის უკვე ცნობილია. ამ ხელშეკრულებაში, ასევე, იგულისხმება საიტის როგორც დესკტოპ ვერსიით, ისე მობილური აპლიკაციით სარგებლობის პირობებიც. აღნიშნული ინფორმაციის გამოყენება მიზანშეწონილია ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის კიდევ უფრო დასახვეწად და უკეთ გმაოსაყენებლად.

თქვენ ასევე ეთანხმებით იმას, რომ გამოიყენოთ ელექტრონული კომუნიკაციის გზები სხვადასხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად. აგრეთვე, იზიარებთ ყველა სახელმწიფო კანონს, რომელიც გულისხმობს არაელექტონული სახის ქმედები განხორციელებას, სადაც საუბარია ორიგინალ ხელმოწერაზე. 

წესები და პირობები, რომლებიც გამოქვეყნებულია საიტზე შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიცვალოს. აღნიშნული ცვლილების შესაბამის ეფექტს მომხმარებელი საიტზე შესვლისას დაუყოვნებლივ შეიცნობს. თქვენ ეთანხმებით იმ ფაქტს, რომ თვეში სულ მცირე ერთხელ მაინც შეამოწმებთ ვებსაიტზე მითითებულ წესებსა და პირობებს.

თუ თქვენ არ ეთანხმებით ზემოთ მოცემულს, ვერ შეძლებთ გააგრძელოთ საიტით სარგებლობა.

1. განსაზღვრებები

1.1 მოცემულ ხელშეკრულებაში, შემდგომში ჩამოთვლილ სიტყვებსა და ფრაზებს უნდა ჰქონდეთ განსაზღვრული მნიშვნელობები:

 1.1.1 „ხელშეკრულება“ ნიშნავს იმ წესებსა და პირობებს, რომლებიც არეგულირებს საიტსა და მომხმარებელს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობებს ( ალტერნატიულად შეიძლება იწოდოს როგორც მხოლოდ „წესები“ ან „წესები და პირობები“)

 1.1.2 „ფსონი“/ „თამაშზე ფსონი“ ან „Wager/ვეიჯერი“ ნიშნავს თქვენ მიერ დადებულ ფსონს, პროგნოზს, რომელსაც იღებს კომპანია.

 1.1.3 „Caixa Econômica Federal” მოიხსენიება აგრეთვე როგორც „Caixa“ ნიშნავს ორგანიზაციას, რომელიც წარმოადგენს ბრაზილიის ოფიციალური ლატარიის კომპანიას, სახელწოდებით „Mega-Sena”.

 1.1.4 “Camelot Group” იგივე “CG” წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ ლატარიის კომპანიას - სახელწოდებით „Lotto”.

 1.1.5 „ბარათი“ - მასში იგულისხმება ყველა სახის ბარათი. მისი მეშვეობით შესაძლებელია თანხის გადარიცხვა, შეტანა, გამოტანა და მსგავსი სახის ფინანსური ოპერაციების განხორციელება. შესაძლებელია სადებეტო, საკრედიტო და ვირტუალური ბარათის გამოყენება.

 1.1.6 „კომპანია“ - სახელწოდება Lucky Enterprises B.V. მოქმედებს კურაკაოში დადგენილი სამართლებრივი ნორმების ფარგლებში. კომპანიის სარეგისტრაციო ნომერია 136683. რეგისტრირებული ოფისი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: Heelsumstraat 51, E-Commerce Park Curaçao PO Box 422. სალიცენზიო მარკა ნომრით 5536/JAZ. უფლებამოსილები მინიჭებულია და რეგულირებულია კურაკაოს ცენტრალური მთავრობის მიერ.

 1.1.7 „დაჯგუფებული კომპანიები“ წარმოადგენენ ჰოლდინგურ კომპანიებს, დროთა განმავლობაში შვილობილსა და მთავართან ასოცირებულ სხვადასხვა კომპანიებს. 

 1.1.8 „კონსიდერაცია“ იგივე განხილვა ამ კონტექსტში ნიშნავს კომპანიის გადასახდელ თანხას, რომელიც გათვალისწინებულია მომსახურების მიწოდებასთან და თამაშზე ფსონის განთავსებასთან დაკავშირებით.

 1.1.9 “Deutscher Lotto-und Totoblock” ან “DLTB” წარმოადგენს გერმანულ ლატარიის კომპანიას რომელიც ორგანიზებას უწევს გერმანიაში EuroJackpot-ისა და Lotto 6aus49 ლატარიის ჩატარებას.

 1.1.10 “Française des Jeux” იგივე “FDJ” წარმოადგენს ფრანგულ ლატარიის კომპანიას, რომელიც ახდენს ოფიციალური ფრანგული ლოტოს ჩატარების ორგანიზებას.

 1.1.11 „თამაშგარე მყოფი პირი“ ნიშნავს ნებისმიერ ონლაინ მომხმარებელს, რომელსაც სურს ლოტოს თამაში ისეთი ქვეყნებიდან როგორიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, საფრანგეთი, კურაკაო, არუბა, ბონერი, საბა, სეინტ ეტატი, სეინტ მარტინი ან ნებისმიერი სხვა იურისდიქციული სახელმწიფო, რომლის მოქალაქეებსაც არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ კომპანიის მიერ შეთავაზებულ დისტანციურ გემბლინგ თამაშებში. ასევე, დამატებითი იურისდიქცია, რომლიდანაც დროდადრო არ ვიღებთ მომხმარებლებს. ამასთან ერთად მათთვისაც დაუშვებელია, ვინც იმყოფება სანქციების სიაში, ან სხვაგვარად ეკრძალება მონაწილეობა დისტანციურ გემბლინგ თამაშებში, რომელიც გათვალისწინებულია ნებისმიერი ეკონომიკური სანქციების შესახებ კანონით, დებულებით, ემბარგოებითა თუ შეზღუდვებით, რომლებიც დაწესებულია, ადმინისტრირებულია, ამოქმედებულია ან აღსრულებულია უზენაესი ორგანოების მიერ. აკრძალულია ასევე 18 წლამდე მყოფი პირებისთვის, მოზარდებისთვის, ორგანიზაციის თანამშრომელთა ახლობლებისათვის, კომპანიის ნებისმიერი წევრისათვის ან კომპანიასთან აფილირებული ჯგუფის ნებისმიერი თანამშრომლისათვის.

 1.1.12 „ფორს მაჟორი“: ეხება კონტროლს მიღმა რაიმე შემთხვევას ან მდგომარეობას, რაც იწვევს დაზარალებული მხარის სახელშეკრულებო ვალდებულების პირობების შესრულების შეფერხებას ან დარღვევას და ამ მიზნებისათვის მოიცავს კომპანიის ცენტრალური კომპიუტერული სისტემის ან მისი რომელიმე ნაწილის შეუსრულებლობას. ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა გადაცემის სისტემის არარსებობის შედეგად დანაკარგები, სხვადასხვა ბუნებრივი ჩარევის შედეგად მიღებული ნებისმიერი ზარალი, მთავრობის შეზღუდვები ან მოქმედი დისტანციური თამაშების რეგულაციების ცვლილება (მათ შორის ნებისმიერი აუცილებელი ლიცენზიის უარყოფა ან გაუქმება, როდესაც ასეთი უარყოფა ან გაუქმება ხდება დაზარალებული მხარის ბრალის გარეშე), ომები, საომარი მოქმედებების დაწყება, არეულობა, სამოქალაქო არეულობა, აჯანყებები, ტერორიზმის აქტები, ხანძარი, აფეთქებები, წყალდიდობა, ქურდობა, გაფიცვები, ლოკაუტები და / ან რაიმე სხვა მიზეზი, რომელიც არ წარმოადგენს მხარის გონივრულ კონტროლს, რომლის შესრულებაზეც მოქმედებს გავლენა; 

 1.1.13 „საწყისი გვერდი“ ან „სათამაშო გვერდი“ ნიშნავს გვერდებს ვებ-საიტზე სადაც მომხმარებელს შეუძლია განათავსოს საკუთარი ფსონი.

 1.1.14  „ინტელექტუალური საკუთრება“ მოიცავს ყველა სავაჭრო და მომსახურების მარკას, სავაჭრო სახელებს, სურათებს, გრაფიკებს, ტექსტებს, კოპირაითებს, უფლებებს, მონაცემთა ბაზაზე წვდომის უფლებას, მორალურ უფლებებს, ავტორის უფლებებს, დიზაინის უფლებებს, კონცეფციებსა და მეთოდოლოგიებს, რომლებიც დაფუძნებულია საიტზე, მომხმარებლის პირად ანგარიშსა და მასში შემავალ ექსკლუზიურ მასალას, რომელიც კომპანიის ექსკლუზიური საკუთრებაა. მომხმარებელს შეუძლია წაიკითხოს და იხილოს შინაარსი ვებ–გვერდიდან კომპიუტერის ეკრანზე, მკაცრად კონტრორილებადი პირადი, არაკომერციული მიზნების გამოყენებისთვის. ყველა სხვა სახის გამოყენება დაუშვებელია, თ კომპანიისგან წინასწარ არ მიიღება რაიმე სახის თანხმობა.

 1.1.15  „დაზღვეული მოგების ფსონი“ წარმოადგენს ფსონს, რომელსაც მზღვეველი იხდის ფსონის დადებისას.

 1.1.16 „მზღვეველი“ წარმოადგენს რისკის მენეჯმენტ კომპანიას ან პირს, რომელიც მართავს ან აწყობს ანაზღაურებას მარტო, დაზღვეულ ან სინდიკაციურ საფუძველზე. ნებისმიერი პოტენციური მოგება, რომელიც გამომდინარეობს თქვენს მიერ და ნებისმიერი თამაშის ფსონებიდან, ჩვენ მიერ მიღებული ნებისმიერი კომპანიის ვებგვერდის საშუალებით; 

 1.1.17 „დამზღვევი ჯგუფი“ გახლავთ ჰოლდინგური კომპანიების გაერთიანება დროდადრო ყველა მიმართულებით.

 1.1.18 "Loterías y Apuestas del Estado" იგივე "LAE" წარმოადგენს ესპანურ ლატარიის ოფიციალურ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს შემდეგი სახელწოდების ლოტოს ჩატარებას ქვეყანაში: Sorteo Extraordinario de Navidad, Euromillones, Bonoloto, La Primitiva  და   El Gordo de la Primitiva lotteries;

 1.1.19 „ლატარიის გათამაშება“ ნიშნავს თითოეულ, ოფიციალური სახის გათამაშებას, რომლის დროსაც კომპანია მომხმარებლებისაგან იღებს ფსონებს.

 1.1.20 „MUSL” ნიშნავს მულტი საშტატო ლატარიის ასოციაციას (Multi-State Lottery Association), რომელიც ორგანიზებას უწევს “Powerball”-სა და “Mega Millions”-ის ლატარიების ჩატარებას ამერიკის შეერთებულ შტატებში; 

 1.1.21 “New South Wales Lotteries” ან “NSWL” წარმოადგენს ავსტრალიურ ლატარიის ორგანიზაციას. ახდენს ე.წ. “Powerball” ლოტოს გათამაშებას.

 1.1.22  "ოპერატორი" ან "ლატარიის დამფუძნებელი ოპერატორი" ნიშნავს ლატარიის თითოეულ გათამაშებას, მესამე მხარის ოფიციალურ ორგანიზატორთან ერთად, რომელიც აწყობს და ატარებს ამ ლატარიას.

 1.1.23 “Powerball-Jackpot” წარმოადგენს ე.წ. MUSL-ის ან სხვა თანაორგანიზატორის ლატარიის გათამაშებას, სადაც გადახდა ხდება ამერიკული დოლარის მეშვეობით ა საპრიზო კატეგორიაში. 

 1.1.24 „პრიზი“/ „მოგება“ წარმოადგენს ანაზღაურებას, თანხას, რომელიც მომხმარებელმა შესაძლოა მოიგოს ლოტოს თამაშისას. 

 1.1.25  „საპრიზო კატეგორია“ წარმოადგენს გამარჯვების კლასებად დაყოფასა და დანაწილებას. მოიცავს სამ ტიპს: A კატეგორია; B კატეგორია; C კატეგორია;

 1.1.26 A საპრიზო კატეგორია გულისხმობს უმაღლესი ჯეკპოტის თანხის გათამაშებას.

 1.1.27 B საპრიზო კატეგორია შესაბამის მოგებათა რიცხვს.

 1.1.28 C საპრიზო კატეგორიაც მოიცავს შესაბამის მოგებათა რიცხვს.

 1.1.29 „სანქციების უფლებამოსილება“ ნიშნავს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ზემდგომი ორგანოს გაერთიანებას: (ა) ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა; (ბ) გაერთიანებული ერების ორგანიზაცია; (გ) ევროკავშირი; (დ) გაერთიანებული სამეფო; ნებისმიერი ზემოხსენებული რომელიმე სამთავრობო უწყებანი და სააგენტოები. მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის საგარეო ქონების კონტროლის ოფისი, (OFAC), შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ს კომერციის დეპარტამენტი, აშშ ხაზინის დეპარტამენტი, გაეროს უშიშროების საბჭო და მისი ფინანსური ხაზინა (”HMT”);

 1.1.30  "სანქციების სია" ნიშნავს სპეციალურად დანიშნული მოქალაქეების და დაბლოკილი პირების ჩამონათვალს, რომელსაც აწარმოებს OFAC, ფინანსური სანქციების მიზნების კონსოლიდირებული ნუსხა და HMT-ის მიერ დაცული ინვესტიციების ბანკის ნუსხა ან სხვა მსგავსი სიები, რომლებიც დაცულია ან საჯაროდ გამოცხადებულია სანქციების აღნიშვნის შესახებ. სანქციების ორგანოების მხრიდან, თითოეულ შემთხვევაში, როგორც წინარე შემთხვევებში შეიძლება დროდადრო შეიცვალოს ხოლმე შინაგანი წესდება. 

 1.1.31 "სერვისი / მომსახურება" მოიცავს ყველა მომსახურებას, მათ შორის ფსონებს, რომელიც შეეხება ლატარიასა და მის შედეგებს, რომლებიც დაკავშირებულია ვებსაიტზე ჩამოთვლილ მომსახურებსათან და სერვისთან და მათთან დაკავშირებულ შეთავაზებებზე, რომლებიც კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტს მომხმარებლის მიერ მიეწოდა.

 1.1.32 „Sisal” წარმოადგენს იტალიურ გემბლინგ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს ლატარიის ჩატარებას იტალიაში SuperEnaLotto-ს სახელწოდებით.

 1.1.33 ძირითადი ლატარია წარმოადგენს მოქმედ ლატარიას, რომლის დროსაც ხდება წინასწარ დაზღვეული ფსონების გათვალისწინება.

 1.1.34  ”ძირითადი ლატარიის ჯეკპოტი” ნიშნავს ლატარიის მოქმედი ოპერატორის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობას, რომლის ძირითადი გამარჯვებული ბილეთები A ჯეკპოტის საპრიზო კატეგორიაშია თავმოყრილი. 

 1.1.35  „მომხმარებელი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ზუსტად იღებს მხედველობაში და ეთანხმება საიტზე არსებულ ხელშეკრულებას, ხსნის ვებგვერდზე პირად ანგარიშს და დროთა განმავლობაში ახდენს გარკვეული რაოდენობის ფსონების განთავსებას საიტზე.

 1.1.36 „მომხმარებლის ანგარიში“ წარმოადგენს მომხმარებლის პირად სივრცეს, ანგარიშს, რომელიც გაიხსნა მისი კერძო სურვილის შესაბამისად საიტზე, მხოლოდ შეთავაზებული სერვისების გამოყენების მიზნით.

 1.1.37  „ჩვენ“/ „ჩვენი“ ნიშნავს კომპანიასა და მის ნებისმიერ შვილობილ კომპანიას, დირექტორს, ოფიცერს, თანამშრომლებს, წარმომადგენლებს, აგენტებსა და კონტრაქტორებს, და ნებისმიერი სხვა პირს, რომელიც მოქმედებს კომპანიის სახელით (ან, თუ კონტექსტში სხვა რამ არ არის მითითებული, „ჩვენ“/„ჩვენი“ გამოყენებას იგივე მნიშვნელობა აქვს);

 1.1.38 „ვებსაიტი“ არის კომპანიის საკუთრება, რომელსაც იყენებს სწორედ საკუთარი სერვისების შესათავაზებლად. მათ შორისაა მაგალითად საიტი lotto247.com; 

 1.1.39 „თქვენ“/“თქვენი“ წარმოადგენს საიტის მომხმარებელს (ან, თუ კონტექსტში სხვა რამ არ არის მითითებული, „თქვენ“/„თქვენი“ გამოყენებას იგივე მნიშვნელობა აქვს);

 1.2 მომხმარებლის ანგარიშის გახსნით, მისი გამოყენებითა და საიტის მიერ შეთავაზებული სერვისების მეშვეობით, მომხმარებელი იზიარებს და ეთანხმება გამოყენების პირობებს.

 2. ჩვენი სერვისების გამოყენება:

 2.1 საიტზე ყოფნისას თქვენ წარმოადგენთ, რომ:

 2.1.1 ხართ სრულწლოვანი პიროვნება და იურიდულად დაცულ ფარგლებში ახდენთ საიტის სერვისების გამოყენებას. 

 2.1.2 მომსახურების გამოყენებისას, თქვენ არ არღვევთ სახელმწიფო კანონებსა და წესდებას. თუ თქვენ შემჩნეული ხართ მსგავსი ქმედებების განხორციელებაში, ვერ მოახერხებთ ჩვენი საიტის მომსახურებით სარგებლობას.

 2.1.3 თქვენივე პასუხისმგებლობაა უზრუნველყოთ, რომ ვებგვერდზე თქვენი ყოფნა არ წარმოადგენდეს რაიმე სახის კანონდარღვევას და არ იყოს საფრთხი შემცველი.

 2.1.4 არ იყენებთ კრიმინალური და არალეგალური მოქმედებების შედეგად მიღებულ ანაზღაურებას საიტის სერვისების გამოსაყენებლად.

 2.1.5  თქვენ დაარეგისტრირებთ მომხმარებლის ანგარიშს პირადი მოხმარებისთვის და არა კომერციული მიზნებისთვის.

 2.1.6 ნებას არ დართავთ ე.წ. მესამე მხარეს, რომ ნებართვა ჰქონდეს თქვენს პირად სამომხმარებლო ანგარიშზე და არ მოახდინოს მისი ბოროტად გამოყენება. 

 2.1.7 არ უნდა შექმნათ ერთსა და იმავე IP მისამართზე მრავალი ანგარიში. თუ კომპანიამ დაადგინა, რომ თქვენ შექმნილი გაქვთ მრავალი ანგარიში და მოქმედებთ წესდების საწინააღდმეგოდ, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას სრული კონფისკაცია მოვახდინოთ თქვენი კუთვნილი თანხისა.

 2.1.8 არ უნდა იყოთ ე.წ. „გამორიცხული პიროვნება“

 2.1.9 თქვენ მხოლოდ პასუხისმგებელი ხართ თქვენი შესვლის დეტალების უსაფრთხოებაზე, თქვენი მომხმარებლისა და პაროლის ჩათვლით. თუ თვლით, რომ ვინმემ თქვენ და უნებურად შეიტყო თქვენი პირადი უსაფრთხოების დეტალების შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ კომპანიას და შეცვალოთ თქვენი პაროლი.

 2.2 მომხმარებლები თავად არიან პასუხისმგებელნი თავიანთი მომხმარებლის ანგარიშების უნებართვო გამოყენების შესახებ. თუ ფიქრობენ, რომ  მესამე მხარეს აქვს დადებული ფსონი, მაშინ განაცხადი უნდა იყოს მყისიერად ამის შესახებ გაკეთებული. არავითარ შემთხვევაში არ მოხდება რაიმე ფსონის გაუქმება იმ მიზეზით, თუ მომხმარებელი თავად იქნებოდა თანახმა მესამე პირს განეხორციელებინა ფსონის დადება. კომპანიამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგოს პასუხი მესამე პირის მიერ მომხმარებლის პაროლის უკანონო გამოყენების, უნებართვო წვდომის ან ნებისმიერი ზარალის გამო. მომხმარებელს ყოველთვის ვურჩევთ, რომ იმისათვის, რათა უფრო დაცულად იგრძნოს თავი გამოიყენოს საკმაოდ ძლიერი და რთული პაროლი, რათა არ მოხდეს მისი პირადი ანგარიშის სხვის მიერ ბოროტად გამოყენება. თუ მომხმარებელი თვლის, რომ მესამე მხარეს აქვს სრული ინფორმაცია მის მომხმარებლის სახელსა და პაროლზე, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ვებგვერდის დახმარების ჯგუფს, რათა დროულად აღმოიფხვრას პრობლემა. 

მსგავსი სახის ეჭვების მარტივად თავიდან აცილების მიზნით და სერიოზული საფრთხის თავიდან არიდებისთვის კომპანია იტოვებს უფლებას ანალოგიური შემთხვევების დროს მოახდინოს მომხმარებლის ანგარიშის დახურვა. 

 2.3 ერთ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ერთი პირადი ანგარიშის დარეგისტრირება. ერთზე მეტის რეგისტრაცია მკაცრად კონტროლირებადი და აკრძალულია კომპანიის მიერ. კომპანია იტოვებს უფლებას, ასეთი შემთხვევების გამოვლენის დროს მოახდინოს ანგარიშის დახურვა და ყველა არსებული ტრანზაქციის გაუქმება. 

 3. მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაცია:

 3.1 საიტის სერვისების გამოყენებისათვის პირველ რიგში საჭიროა, რომ შექმნათ მომხმარებლის ანგარიში;

 3.2 თუ თქვენ გადაწყვეტთ ანგარიშის დარეგისტრირებას, ვალდებული იქნებით, რომ შესაბამის ჩასაწერ ველებში შეიყვანოთ თქვენი სრული სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი. თუ საიტმა ვერ დაადგინა თქვენი ნამდვილი ვინაობა, მოგეთხოვებათ კიდევ რამდენიმე დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენა. აგრეთვე, ვალდებული იქნებით უპასუხოთ ერთ სპეციალურ შეკითხვას, რომელიც თქვენივე უსაფრთხოებისთვის იქნება დასმული. ამის შედეგად, მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგეგზავნებათ ვერიფიკაციის ლინკი, რომელზეც გადასვლის შედეგად თქვენი პირადი ანგარიში გააქტიურდება. ასევე, დროთა განმავლობაში მიზანშეწონილია განაახლოთ პერსონალური ინფორმაციის გარკვეული დეტალები, რათა თვიდან ავირიდოთ თაღლითობა და მსგავსი სახის ქმედებები. 

 3.3 ჩვენ გვაქვს და ვიტოვებთ ყველანაირ უფლებას ნებისმიერი სახის არაკეთილსინდისიერი ქმედების შემთხვევაში ვიმოქმედოთ შესაბამისი პოლიტიკის მიხედვით. თუ თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, საუბარია პირადობის დამადასტურებელ მოწმობასა და სხვა დეტალებზე, ჩვენ ვინარჩუნებთ უფლებას, რომ დროებით დავხუროთ ან საერთოდ გავაუქმოთ თქვენ მიერ შექმნილი მომხმარებლის ანგარიში. გაუქმება მოიცავს ყოველგვარ პოტენციურ მოგებათა რიცხვს, ყველანაირი შეზღუდვების გარეშე.

 3.4 თქვენ აგრეთვე ეთანხმებით, რომ აღნიშნული „Secure View Services” კომპანია, სარეგისტრაციო ნომრით HE149654 პასუხისმგებელია ყოველგვარი საბარათე ოპერაციების  გამართულად ფუნქციონირებაზე. საიტის სერვისების გამოსაყენებლად და ფსონების განსათავსებლად თქვენ მოგეთხოვებათ, რომ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები და დაამატოთ იგი თქვენსავე მომხმარებლის ანგარიშზე. თუ თქვენ განახორციელებთ თქვენი საკრედიტო ბარათიდან რაიმე გარკვეული რაოდენობის თანხის დეპოზიტს ის მალევე აისახება დარეგისტრირებულ და გააქტიურებულ მომხმარებლის ანგარიშზე და შეგეძლებათ მისი გამოყენება ვებგვერდის სხვადასხვა სერვისებზე. დეპოზიტის მინიმუმისა და მაქსიმუმის განსაზღვრა დამოკიდებულია თქვენ საკრედიტო ისტორიაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ თანხის დეპოზიტირებისათვის აუცილებელია ექაუნთს ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის იდენტიფიკაცია და შემდგომში ვერიფიკაცია.

 3.5 თქვენი მოთხოვნა, რომ განათავსოთ ნებისმიერ თამაშზე ფსონი, ექვემდებარება თქვენს მომხმარებლის ანგარიშში საკმარის სახსრებს თამაშის ფსონის გადახდაზე ან გადახდის საშუალებების უზრუნველყოფაზე. 

 3.6 თუ თქვენ ანგარიშზე არ იქნება სათამაშოდ საკმარისი რეალური თანხის რაოდენობა ამის შემდგომ თქვენ შეგეძლებათ თამაში განაგრძოთ ეგრედ წოდებული „სათამაშო ფულით“. თუ თქვენს მომხმარებლის ანგარიშს ექნება ნეგატიური ფინანსური ბალანსი, თქვენ გააცნობიერებთ და აღიარებთ, რომ მსგავსი სახის უარყოფითი ბალანსი წარმოადგენს შეუსრულებელ და გადასახდელ დავალიანებას.

 3.7 კომპანიას ნებისმიერ დროს ძალუძს დაადგინოს რაიმე სახის დადებითი ბალანსის ნაშთები თქვენ პირად სამომხმარებლო ანგარიშში.

 3.8 კომპანიას შეუძლია, საკუთარი შეხედულებისამებრ, გარკვეული სახის შეთავაზებებითა და პრომო აქციებით უზრუნველყოს კონკრეტული მომხმარებლები. სარეკლამო თანხები აისახება, როგორც ასეთი, მომხმარებლის ანგარიშის ბალანსში. სარეკლამო თანხების გამოყენება ან ფასდაკლებით სარგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ ლატარიის შედეგებზე გათამაშებაში მონაწილეობის მიღებით. ამ სარეკლამო თანხების, პრომო აქციებისა ან ფასდაკლების სხვა სპეციფიკური პირობები შეიძლება გამოყენებულ იქნეს და გამოქვეყნდეს ჩვენს ვებ გვერდზე, როგორც კი ადმინისტრაცია ჩათვლის, რომ ამის საჭიროება დადგება დღის წესრიგში.

 3.9 სარეკლამო შეთავაზებებისა და ფასდაკლების გარდა, შეგიძლიათ მიიღოთ სარეკლამო ვაუჩერები ბრენდის აქციებსა თუ კონკურსებში მონაწილეობის გზით. ასევე, შესაძლებელია მისი მიღება ჯილდოს მეშვეობით, ჩვენი ლოიალობის პროგრამით. ვაუჩერი წარმოადგენს ვირტუალური ღირებულების მქონე რეალურ თანხას, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ ნებისმიერი სახის ლოტოს სერვისზე. 

 3.10 კომპანიას აქვს უფლება ნებისმიერი გამოუყენებელი სარეკლამო ვაუჩერი გამოქვეყნებიდან 180 დღის შემდეგ გააუქმოს. კომპანიას შეუძლია, მაგრამ არ არის ვალდებული, საკმარისი ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს ვაუჩერებისა და პრომო აქციების ვადის გასვლის ან გაუქმების შესახებ.

 3.11 კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეაჩეროს თქვენი პირადი ანგარიშიდან რაიმე სახის მოქმედების განხორციელება და დროებით შეგიზღუდოთ საიტით სარგებლობა.

 3.12 ჩვენ, საიტის ადმინისტრაცია გირჩევთ, რომ თქვენ, როგორც საიტის სრულფასოვანმა მომხმარებელმა და დარეგისტრირებული ბარათების მფლობელმა მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ თქვენ მიერ განხორციელებულ ყველა სახის ოპერაციასა და ტრანზაქციაზე. მოითხოვოთ თქვენ მიერ განხორციელებული ყველა სახის ელექტრონული მონაცემთა ბაზის ამონაწერი, რათა შემდგომში თავიდან აირიდოთ სხვადასხვა სახის გაუგებრობები.

 3.13 კომპანიას თქვენთან დაკონტაქტება შეუძლია წერილობითი გზით, ელექტრონულად, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გამოგზავნა. 

 3.14 ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი საიტის მომხმარებლები გემბლინგზე დამოკიდებულნი არ გახდნენ, რამეთუ ხშირია შემთხვევები, როდესაც მსგავსი სახის თამაშები მნიშვნელოვან უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს ადამიანში. შესაბამისად, მოვუწოდებთ მომხმარებლებს, რომ ითამაშონ პასუხისმგებლიანად და მხოლოდ გართობის მიზნით. ვიღებთ ყველა შესაბამის ზომას, რათა თავიდან ავირიდოთ მომხმარებელთა მსგავსი არაპასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.

 3.15 ვებგვერდზე დატანილია სხვადასხვა სახის ბმულები, რომლებიც დაგეხმარებათ იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენ თამაშზე დამოკიდებული გახდით და გესაჭიროებათ გარკვეული სახის რეაბილიტაცია. 

 3.16 ვებგვერდის სერვისების გამოყენებით მომხმარებელი მკაცრად უნდა აცნობიერებდეს, რომ მისმა ქმედებებმა შესაძლოა გამოიწვიოს მთელი დაბანდებული ფულის დაკარგვა. შესაბამისად, აუცილებელია მისი მხრიდან პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გააზრებული თამაში.

 4. არააქტიური ანგარიში

 4.1არააქტიური ანგარიში წარმოადგენს მომხმარებლის ისეთი სახის პირად ანგარიშს, რომელზეც მას ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ განუხორციელებია რაიმე სახის ფსონის განთავსება და აქტიურობა.

 4.2 თუ საიტი შეამჩნევს, რომ თქვენი მომხმარებლის ანგარიში გახდა არააქტიური, ვიტოვებთ უფლებას, რომ შევაჩეროთ ყოველგვარი ვაუჩერებისა და პრომო შეთავაზებების გამოყენება თქვენს ანგარიშზე და მთელი თქვენი ბალანსი ანულირდეს.

 4.3 თუ თქვენ კვლავ გადაწყვეტთ თამაშში დაბრუნებას ანგარიშის აქტიურობის ვადის გასვლის შემდგომ, კომპანია არ იქნება ვალდებული უკან დაგიბრუნოთ ის ჩამორთმეული თანხა, რამეთუ 4.2 დებულებით, თქვენი ანგარიში ერთჯერადად უკვე დაიხურა. 

 5. მომხმარებლის ანგარიშის დახურვა.

 5.1 მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს უფლება მოითხოვოს საკუთარი პირადი ანგარიშის დახურვა. ამის განხორციელება შეუძლია სექციაში „დაგვეკონტაქტეთ“ გადასვლით, რომლის დროსაც გაესაუბრება ვებგვერდის ადმინისტრაციას და შემდგომ მოხდება ანგარიშის დახურვა. თუ მომხმარებელს სურს, რომ დახურვასთან ერთად ბალანსზე არსებული თანხის გატანა მოითხოვოს, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ მინიმალური გასატანი თანხა გახლავთ 12€ (ევრო).

 5.2 არსებული მომხმარებლის ანგარიშის დახურვის შემთხვევაში თქვენ მიერ მანამდე შესრულებული ყველა ქმედება, რომელიც დაუსრულებელი დასრულდება თქვენ სასარგებლოდ.

 5.3 მომხმარებელს, რომელსაც სურს ანგარიშის დახურვამდე უკან დაიბრუნოს კუთვნილ ბალანსზე არსებული თანხები, უნდა დაუკავშირდეს ვებგვერდის საკონსულტაციო ჯგუფს, სადაც შეძლებენ მის დახმარებას.

 5.4 როდესაც პირი შემჩნეულია თამაშზე ძლიერ დამოკიდებულებაში, თაღლითობასა თუ ფულის გათეთრების საქმიანობაში, ამ შემთხვევაში, ანგარიშის ერთხელ დახურვა იქნება პერმანენტული ხასიათის და იმ მომხმარებელს აღარ შეეძლება ახალი ანგარიშის შექმნა. თუკი განმეორდება და დაფიქსირდება იმ მომხმარებლის მიერ ახალი ანგარიშის შექმნის პრეცედენტი, კომპანია იტოვებს უფლებას, რომ მოახდინოს მყისიერად აღნიშნული ანგარიშის დახურვა.

 6. თამაშში მონაწილეობა

 6.1 კომპანია მიიღებს მხოლოდ ისეთ ფსონებს, რომლებიც აკმაყოფილებენ წესდებაში არსებულ პირობებს.

 6.2 ანაზღაურება მოხდება მხოლოდ იმის შესაბამისად, როგორც წესდებაშია ეს დადგენილი და გულისხმობს სხვადასხვა სახის საკომისიო გადასახადის არსებობას.

 6.3 კომპანია იტოვებს უფლებას, რომ სურვილისა და შეხედულებისამებრ შეცვალოს აღნიშნული საკომისიო გადასახადი წინასწარი გაფრთხილების გზით.

 6.4 თქვენ მიერ თანხის შემოტანა დაუყოვნებლივ აისახება თქვენ პირად ანგარიშზე. დეპოზიტის დადასტურების შედეგად უკვე სრულფასოვნად შეგეძლებათ საიტის სერვისების სრული გამოყენება.

 6.5 ტრანზაქციათა მაქსიმალურად უსაფრთხოებისათვის ჩვენ ვიყენებთ SSL(Secure Sockets Layer) ენკრიპციას. ეს წარმოადგენს სტანდარტულ უსაფრთხოების ტექნოლოგიას და დამყარებულია დაშიფრული კავშირის სახით ვებ-სერვერსა და ბრაუზერს შორის. აღნიშნული ტექნოლოგია უზრუნველყოფს, რომ სერვერსა და ბრაუზერს შორის არსებული ყველა სახის გარიგება დარჩეს კონფიდენციალური და იყოს უსაფრთხო.

 6.6 კომპანიის მიერ შემჩნეული არასწორად დადებული თამაშის ფსონი წარმოადგენს შემდგომში გაუქმებულსა და კომპანიის საკუთრებას. მაგალითად, როდესაც მოხმარებელი შეიმჩნევა თაღლითურ საქმიანობასა და სხვადასხვა ფინანსურ მაქინაციებში, მის მიერ განხორციელებული ფსონი და პოტენციური მოგება შემდგომში გადადის კომპანიის საკუთრებაში. გარდა ამისა, კომპანიის საკუთრებაში გადადის ასევე ის გაცემული სარეკლამო შეთავაზებები და ვაუჩერები, რომლებიც წინარე შემთხვევაში ადმინისტრაციის მიერ მომხმარებელს პირად ანგარიშზე გადაეცა.

 6.7 თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ ზედმიწევნით სწორად გაერკვეთ ფსონი განთავსების პირობებში, რადგან არ მოხდეს შემდგომში რაიმე სახის გაუგებრობის წარმოშობა. მსგავსი სახის პრობლემის შემთხვევაში კომპანია არ იტოვებს უფლებას, რომ მოახდინოს თქვენ მიერ არასწორად დადებული თანხის ანაზღაურება.

 6.8 მას შემდეგ, რაც თქვენ დაადასტურებთ ფსონის დადებას და კომპანია დააფიქსირებს მას, როგორც დადებულ ფსონს, თქვენ აღარ გექნებათ შესაძლებლობა, რომ გააუქმოთ ის.

 6.9 კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენი კომპიუტერის ოპერატიული სისტემის გაუმართაობის ან არაუზრუნველყოფის შემთხვევაშ დაკარგული ფსონის უკან დაბრუნებაზე, რამეთუ ეს გაუმართაობა გამოწვეული არ ყოფილა კომპანიის მიზეზით, მხოლოდ თქვენ გეკისრებათ მთელი პასუხისმგებლობა და თქვენვე აგებთ პასუხს სწორედ თქვენ მიერ დაკარგულ ფსონზე.

 6.10 წინა ქვეპუნქტის სუბიექტიდან გამომდინარე, თქვენ აცნობიერებთ, რომ კომპიუტერული სისტემა არ შეიცავს აბსოლუტურ, სრულ გარანტიას სისწორეზე. შესაბამისად, თუ თქვენ ხედავთ რაიმე სახის შეცდომას სისტემის გამართულობასთან დაკავშირებით და თვლით, რომ იგი არ მუშაობს და არ ფუნქციონირებს გამართულად, გთხოვთ გვაცნობოთ აღნიშნული ხარვეზის შესახებ „კონტაქტის“ სექციიდან და ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად დროის მოკლე პერიოდში აღმოვფხვრათ სხვადასხვა მიზეზებიდან გამოწვეული ესა თუ ის პრობლემა. თუ თქვენ შეატყეთ მსგავს პრობლემას, თუმცა არ გიცნობებიათ ამის შესახებ ვებგვერდის ოფიციალური ადმინისტრაციისათვის და ამის და მიუხედავად მაინც განათავსეთ ფსონი, თანხის დაკარგვისა და ზიანის შემთხვევაში კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მოახდინოს აღნიშნულის ანაზღაურება.

 6.11 კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი მსგავსი სახის დაგვიანებული შეტყობინების შემთხვევაზე. ეს წარმოადგენს თავად ინდივიდის პასუხისმგებლობას, რათა ზედმიწევნით ზუსტად დარწმუნდეს, რომ სისტემა მუშაობს გამართულად და ლატარიის გათამაშებაში მონაწილეობა მისთვის არანაირი ხარვეზის შემცველი არ არის. მომხმარებლის პასუხისმგებლობაა, რომ დროულად მოახდინოს გათამაშებაში საკუთარი ფსონის განთავსება. თუ ფსონის განთავსების შემდგომ მომხმარებელი არ მიიღებს მისი დადების შესახებ დამადასტურებელ ინფორმაციას, ჩაითვლება, რომ ის ფსონი გაუქმებულია. შესაბამისად, აუცილებელია ყურადღების გამოჩენა და მუდმივად შემოწმება საკუთარი ტრანზაქციების ისტორიისა. კომპანია არ არის პასუხისმგებელი დაგვიანებულ ფსონებზე და თუ მსგავსმა ფსონმა რაიმე სახის მოგება მიიღო, კომპანიას რჩება უფლება, რომ არ გასცეს იგი, რამეთუ ფსონის დადებამდე ის დაფიქსირებული არ იყო და მომხმარებელმა დააგვიანა მისი დადება. როდესაც ფსონს განათავსებს მომხმარებელი და ის დაგვიანებული იქნება, აღნიშნული ფსონი ავტომატურად მონაწილეობას მიიღებს მომდევნო ლატარიის გათამაშებაში.

 7. მოგება:

 7.1 გადახდა.

 7.1.1 მოგებათა გადახდა განხორციელდება მაქსიმალურად გონივრულ ვადაში, თუ მომხმარებლის ანგარიში ვერიფიცირებულია და აღარ სჭირდება კომპანიის მხრიდან გარკვეული სახის განხილვის გავლა.

 7.1.2 მოგების გადახდა ხდება დაახლოებით 10 სამუშაო დღის ვადაში.

 7.1.3 ნებისმიერი მოგების განაღდება შესაძლებელია მომხმარებლის მიერ თავად, წინასწარ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. მას თავად შეუძლია აგრეთვე აირჩიოს რა ვალუტაში სურს ანაზღაურების მიღება. იქნება ეს ამერიკული დოლარი, ევრო თუ ბრიტანული ფუნტ-სტერლინგი. გარკვეულ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია სპეციალური შეთანხმების დადება. მინიმალური გასატანი თანხის რაოდენობა €12.00 (თორმეტი ევროა).

 7.2 A და B საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებული ბილეთების სპეციფიკა:

 7.2.1 კომპანია იტოვებს უფლებას გადაუხადოს მომხმარებელს აღნიშნული მოგება დროის გარკვეულ მონაკვეთში.

 7.2.2 A საპრიზო კატეგორიაში, სადაც განთავსებულია უმაღლესი ჯეკპოტი, მოგება უნდა გაიყოს თანაბრად ყველა გამარჯვებულ მომხმარებელს შორის.

 7.2.3 მეორე დონის ჯეკპოტ B კატეგორიაში ყველა მოგებული ბილეთის  მფლობელი მომხმარებელი მიიღებს შედეგების შესაბამის მოგებას კომპანიის მიერ.

 7.3 საბოლოო გადაწყვეტილება-

 7.3.1 მომხმარებელსა და კომპანიას შორის არსებულ რაიმე სახის გაუგებრობასა და ხარვეზებზე საბოლოო გადაწყვეტილებასა და პასუხისმგებლობას იღებს კომპანია და მას ენიჭება სრული უპირატესობა აღნიშნულ შემთხვევაში.

 7.3.2 კომპანია ყველა მოგების გადახდას ახორციელებს მსგავსი პრინციპებზე დაყრდნობით. მხოლოდ წინასწარ დაზღვეული ფსონის მფლობელებს მოუწევთ მიიღონ შედარებით ნაკლები ანაზღაურება, გამომდინარე იქიდან, რომ მათ თავიანთ ფსონი ბოლომდე რისკის ქვეშ არ დააყენეს და დააზღვიეს.

 7.4 კომპანია იტოვებს უფლებას, შეცვალოს ან გამოაცხადოს შედეგები ბათილად, თუ შედეგი გამოწვეულია ტექნიკურად ნაგულისხმევი გზით, კონკრეტული ლატარიის გათამაშების მანიპულირებით ან საგადახდო გარიგების დროს წარმოქმნილი გარკვეული ხასიათის ხარვეზით.

 7.5 კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ფსონის შეყვანის, დადების, დაფიქსირების  სისტემისა და შეფასების შეცდომის შესახებ. კომპანია იტოვებს უფლებას შეასწოროს აშკარა ხარვეზები ან დადებული თამაშის ფსონები ბათილად გამოაცხადოს. აშკარა შეცდომები შეიძლება იყოს გარკვეული სახის ტიპები, არასწორად გადახდილი მოგებები ან მსგავსი ხასიათის შეცდომები, რომლებიც გავლენას ახდენენ შესაძლო ან ფაქტობრივ მოგებაზე.

 7.6 მომხმარებლის ანგარიშიდან შეცდომით ჩარიცხული ნებისმიერი თანხის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კომპანიას. ნებისმიერი მოგება თუ პრომო შეთავაზების შედეგად მიღებული სათამაშო თანხა, რომელიც შეცდომით იქნა დასმული მომხმარებლის ანგარიშზე, აუცილებელია მიეწოდოს კომპანიის ადმინისტრაციას, რათა გამოასწორონ მათ ეს შეცდომა. 

 8. ფსონების განთავსება, ცვლილებები, თანხის დაბრუნება და ოპერაციათა გაუქმება:

 8.1 ფსონის განთავსება:-

 8.1.1 სათამაშო სივრცეში ფსონების განთავსება ხდება თქვენ მიერ გამოჩენილი სურვილის შესაბამისად. თქვენ მიერ დაგვიანებით დადებული ფსონი არ შეგვიძლია დავაფიქსიროთ კონკრეტული ლატარიის გათამაშების დროს. მისი გადათამაშება მოხდება მხოლოდ შემდგომ, მომდევნო ლატარიის გათამაშებისას. ჩვენ არ შეგვიძლია დავამუშავოთ თამაშის ფსონები ნებისმიერი ლატარიის გათამაშებისათვის კონკრეტული გათამაშების შეწყვეტის შემდეგ, რომლის შეწყვეტის დრო ნათლად არის მითითებული სათამაშო გვერდზე თითოეული თამაშისთვის. იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელმა გამოტოვა კონკრეტული ლატარიის გათამაშების დრო, მაშინ როდესაც ის ჯერ კიდევ იმყოფებოდა ფსონის განთავსების პროცესში, კომპანია განათავსებს მომხმარებლის ყველა თავის მიზანს ფსონის მოლოდინში, ანუ მოაქცევს მას გათამაშების ჩატარებისა და წარდგენის მოლოდინის სექციაში. თუმცა, თუკი მოხდება ფსონის დადების ვადის ამოწურვა ან რაიმე სხვა ტექნიკური შეფერხება, რომელიც გამოიწვევს ფსონის შედგენის შეუსრულებლობას, ნებისმიერი შეუსრულებელი ფსონი შეტანა მოხდება ავტომატურად ლატარიის მომდევნო გათამაშების დროს. ამ მოვლენის თავიდან ასაცილებლად, მომხმარებელთა ფსონების მიღება უნდა დასრულდეს გონივრულ, წინასწარ განსაზღვრულ ვადაში, რათა სისტემას უზრუნველყოს მათი ოფიციალური დაფიქსირება და დადასტურება და შემდგომში სრულფასოვანი გადახდა. ეს უნდა მოხდეს მინიმუმ 2 საათით ადრე, სანამ ოფიციალურად არ გამოცხადდება, რომ ფსონების მიღება დასრულებულია.

როდესაც დადებთ და დააფიქსირებთ თქვენს კუთვნილ ფსონს ავტომატურად მოხდება მისი დადასტურება და იგი მონაწილეობას მიიღებს გათამაშებაში. კომპანია არაა პასუხისმგებელი თქვენივე ინტერნეტ-პროვაიდერისგან წარმოქმნილ რაიმე სახის გაუგებრობაზე და ტექნიკური ხასიათის გაუმართაობაზე.

 8.2 ფსონების გაუქმება-

 8.2.1 ჩვენ იმ შემთხვევებში განვიხილავთ მხოლოდ თქვენი მხრიდან ფსონი გაუქმებისა და მისი სათამაშო ფულითა თუ ვაუჩერებით ჩანაცვლების გზებს, როდესაც:

 ა) თქვენი თამაში ყველა ფარგლებში ლეგიტიმურია და არ შეიცავს გარკვეული სახის თაღლითურ გზებს.

 ბ) განხილული ფსონები ჯერ არ არის გადაცემული ჩვენი დაზღვევისთვის და მოგების ანაზღაურება ჯერ არ მომხდარა.

 8.2.2 ზემოაღნიშნული პირობების შეფასების საფუძველზე, ჩვენ გავაუქმებთ თამაშის ფსონებს, თუ ამის შესახებ საკმარისი შეტყობინებით იქნებით ინფორმირებული. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თამაშის ფსონები იგზავნება შესაბამის დამზღვევებთან გადასამუშავებლად მთელი დღის განმავლობაში და ფსონის დამუშავების შემდეგ, ჩვენ არ შეგვიძლია გავაუქმოთ ეს ჩანაწერი. თქვენი ჩანაწერების გაუქმების მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენს ვებ-გვერდზე "დაგვიკავშირდეთ" განყოფილების სექციაში გადასვლით.

 8.3 თანხის დაბრუნება

 8.3.1 კომპანიას აქვს უფლება გადაამოწმოს და დაამუშავოს პოტენციური თანხის დაბრუნების სისტემა შემდეგ პირობებში:

 ა) როდესაც თქვენ შეცდომით გადარიცხეთ თანხა და შეგიძლიათ უზრუნველყოთ მისი დოკუმენტური მტკიცებულება;

 ბ) თანხის დაბრუნებაზე მოთხოვნა გადაცემულია 30 დღის ვადაში კონტაქტის სექციის მეშვეობით.

 8.3.2 როდესაც კომპანია განიხილავს თქვენს მოთხოვნას თანხის უკან დაბრუნების შესახებ, თუ ქმედებები ლეგიტიმური იქნება ჩვენ 72 საათის განმავლობაში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაგიბრუნებთ პასუხს და შეგატყობინებთ, თუ როგორი პასუხი იქნება თქვენს მოთხოვნაზე. გაცნობებთ, რომ კომპანიის მიერ მიღებული პასუხი გახლავთ საბოლოო სახე და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

 8.4 გაუქმებული ფსონები-

 კომპანიას აქვს იმის უფლება, რომ საკუთარი შეხედულებებისამებრ გააუქმოს ნებისმიერი თამაშის ფსონები, თუ:

 A) კომპანიას დაევალა თამაშის ფსონის განთავსება შესაბამისი დროის შეწყვეტის შემდეგ ან შესაბამისი ლატარიის გათამაშების დაწყების შემდეგ. ასევე, თუ კომპანიამ შეცდომით მიიღო ინსტრუქცია, რომ თამაშზე ფსონის განთავსება ხდება ვებსაიტზე განთავსებული შესაბამისი ინფორმაციის შემდეგ. შესაბამისი ლატარიის გათამაშების დაწყების შემდეგ;

 B) გაუქმებულად შეიძლება ჩაითვალოს ასევე ისეთი ფსონი, რომელიც დადებული იქნა იმ მომხმარებლის მიერ, რომელიც საიტის წესებსა და პირობებს აღარ აკმაყოფილებს, გახლავთ დაბლოკილი, მის მიერ საიტისთვის მიწოდებულია არასრული და ფალსიფიცირებული ინფორმაცია.

 C) როდესაც ფსონის დადებისას დაფიქსირებული გარკვეული ხასიათის შეცდომა, რომელსაც აცნობიერებს კომპანია და ვერ ახერხებს ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს ამის თაობაზე.

 

 D) ისეთი მომხმარებლის ფსონის გაუქმება ძალუძს კომპანიას, რომელიც შემჩნეულია თაღლითურ საქმიანობაში და არ ითვლება კომპანიისათვის პატიოსან მოთამაშედ. საიტის მიერ შეთავაზებულ სერვისებს არ იყენებს პასუხისმგებლიანად.

 E) თუ თამაშზე ფსონი დადებული იქნა 18 წელს მიუღწეველი მყოფი პირისგან (არასრულწლოვანისგან)

 F)  როდესაც კვლავ საიტის მიერ გამოვლენილია მომხმარებლის მხრიდან თაღლითური ქმედებები ან ტექნიკური ხასიათის მაქინაციები.

 G) ლატარიის გათამაშება გაუქმებული საიტის ოპერატორების მიერ.

 8.5 ცვლილებები

 8.5.1 კომპანია ვერ შეძლებს შეცვალოს თქვენს მიერ დადებული და დაფიქსირებული ნებისმიერი სახის ფსონები. კომპანიას მხოლოდ თქვენი ფსონების მნიშვნელობის გაუქმება შეუძლია სათამაშო კრედიტებითა თუ ვაუჩერებით. (იხილეთ ქვემოთ, 8.2 და 8.2.2, რათა შეიტყოთ, თუ როგორ შეიძლება მოითხოვოთ თამაშის ფსონის გაუქმება).

 9. სპეციალური დამატებითი დებულებები დაზღვეულ მოგებასთან დაკავშირებით

 9.1 კომპანიას იტოვებს უფლებას ისარგებლოს სადაზღვეო მომსახურებით. თუ ასეა, კომპანია ექვემდებარება დაზღვევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ გარკვეულ პირობებს, რომლებთანაც კონტრაქს შეუძლია დააწესოს სხვადასხვა სახის ვალდებულებები, რათა მოითხოვოს ნებისმიერი ლატარიაში გამარჯვებული და ა.შ. განსაზღვრულ ვადაში, როგორც გარკვეული დაზღვეული გამარჯვებულ ფსონზე მოგების გადახდა. კომპანია  შეგატყობინებთ, რომ ამ პირობების გათვალისწინებით და სადაზღვევო ხელშეკრულებებზე გამოყენებული პირობებით, თქვენ მოიგეთ დაზღვეული გამარჯვებული ფსონი, გარკვეული შესაბამისი პირობებისა და პერიოდთან ერთად. ამასთან, ეს პერიოდები უნდა იყოს არა უმეტეს 30 დღისა, როდესაც გაცნობებთ, რომ თქვენ მოიგეთ თქვენ მიერ დადებული და დაზღვეული ფსონი.

 9.2 თქვენ ამით შეუქცევადად თანხმდებით:

 9.2.1 რომ კომპანიამ შეიძლება უზრუნველყოს  თქვენი პერსონალურად იდენტიფიცირებული ინფორმაცია მზღვეველებისთვის და რომ ისინი ან სადაზღვეი აგენტები შეიძლება დაგიკავშირდნენ თქვენ, წინასწარ დაზღვეული და გამარჯვებული ფსონის გადახდაზე.

 9.2.2 რომ დაზღვევის მოთხოვნის შემთხვევაში, თქვენ მიაწვდით მზღვეველს ან სადაზღვეო კომპანიას თქვენი მისამართის დამადასტურებელ საბუთს (მაგალითად, საბანკო განაცხადის ან კომუნალური გადასახადის შესახებ), თქვენი პასპორტის დასკანერებულ ვერსიას ან მართვის მოწმობისა და თქვენი საბანკო მონაცემების ამონაწერს. 

 9.2.3 აღასრულებთ ვალდებულებას, რომ ხელი მოაწეროთ სადაზღვეოს მიერ მოთხოვნილ წესებს, როგორც გადახდის პირობას, თუ თქვენი წინასწარ დაზღვეული ფსონი გათამაშებაში გაიმარჯვებს.

 9.2.4 რომ შეასრულებთ ისეთ პირობებს, რომლებიც დაწესებულია სადაზღვეო კომპანიის  მიერ და დადგენილია ის დოკუმენტები, რომლებიც სადაზღვეო პირების მიერ არის მოთხოვნილი. როგორიცაა წინასწარ დაზღვეული გამარჯვებული ფსონის გადახდა, იმ დაზღვევის მიერ დაწესებული ვადაში. 

 9.2.5 რომ მზღვეველს შეუძლია ჩამოიყვანოს დაზღვეული მოგების ფსონი, სანამ მოგიწევს , რომ გადაიხადოთ (ა) დაზღვეულის მიერ გაწეული გონივრული ხარჯები და დაზღვეული მოგების ფსონის გადახდასთან დაკავშირებული ხარჯები (მოგზაურობის, განსახლების, ბანკების და სხვა ხარჯების ჩათვლით) თქვენი სახელით, სანამ განისაზღვრება შესაბამისი პირობები, რომ მიიღოთ დაზღვეული გამარჯვებული ფსონი და დაზღვეული მოგებული ფსონის გადარიცხვისთვის საჭირო გარიგების ხარჯები); და (ბ) ნებისმიერი გადასახადი, რომელიც გამოიქვითება მოქმედი კანონით. არც კომპანიას და არც მზღვეველს არ ევალება რაიმე მოგების გამოსაქვითი თანხის გამოყოფა.

 9.2.6 რომ დაზღვეული გამარჯვებული ფსონი გადაიხდება ევროში და რომ არც დამზღვევი და არც კომპანია პასუხისმგებელნი არ არიან გადაიხადონ ვალუტის კონვერტაციის ხარჯები ან ზარალი. გამჭვირვალობისათვის ფსონები დაზღვეულია ევროში, ხოლო იმ მომენტში, როდესაც მოგება გადაიხდება მომხმარებელზე, ხდება კონვერტირება ევროდან მომხმარებლის არჩეულ ვალუტაში, იქნება ეს თუ არა ბრიტანული ფუნტ-სტერლინგი (GBP) ან აშშ დოლარი (US Dollar). ამის შემდეგ მომხმარებელს ერგება თავის მოგება წინასწარ, მის მიერ არჩეულ ვალუტაში, მაგრამ არც კომპანია და არც მზღვეველი არ არიან ვალდებული გადაიხადონ ნებისმიერი ვალუტის კონვერტაციის ხარჯები ან ზარალი, რომელიც შეიძლება მოხდეს თამაშის ფსონის განთავსების დროს ან გადასახდელ მოგებაში.

 9.3 კომპანია გადაიხდის დაზღვეულ მოგებულ ფსონს, 10 სამუშაო დღის განმავლობაში, დაზღვევის მიღებიდან; ალტერნატიულად, თუ დაზღვეულები პირდაპირ გიხდიან თქვენ, ამის შემდგომ კომპანია თავისუფლდება თქვენთან მიმართებაში რაიმე სახის გადახდის ვალდებულებისაგან. ამასთან, კომპანიას არ აქვს პასუხისმგებლობა გადაგიხადოთ დაზღვეული მოგების ფსონი, თუ მზღვეველები ვერ შეძლებენ ან / და უარს იტყვიან ამ დაზღვეული გამარჯვებული ფსონის თქვენთვის გადახდაზე.

 9.4 არც კომპანიას და არც მზღვეველებს არ ევალებათ გადაგიხადონ დაზღვეული მოგების ფსონი ან საერთოდ რაიმე თანხა, თუკი ეს არის არამართლზომიერი. თუ თქვენ ხართ ეგრედ წოდებული გამორიცხული პირი ან თუ მზღვეველი არ არის კმაყოფილი და დარწმუნებული იმაში, რომ თქვენი თამაში სამართლიანია და საქმე არ ეხება რაიმე სახის თაღლითურ ქმედებას.

10. ლატარიის გათამაშებისას ფსონებზე შესაძლო მოგებებათა ნუსხა

შემდეგ ჩარტში მოცემულია თითოეულ საპრიზო კატეგორიაში განთავსებული შესაძლო მოგების ამსახველი სურათი:

 

 

Insured Lotto Game Underlying Lottery Underlying Lottery Operator Classes in Prize Category A (Main Jackpot) Classes in Prize Category B (Non-Main Jackpot) Classes in Prize Category C (Non-Jackpot)
EuroMillions Euromillones LAE 1 2 – 3 4 – 13
EuroJackpot Eurojackpot DLTB 1 2 – 3 4 – 12
Mega Millions Mega Millions MUSL 1 2 3 – 9
Mega Millions Max* (მოქმედებს სპეციალური პირობები. იხ. ქვემოთ) Mega Millions MUSL 1 2 3 - 9
PowerBall Powerball MUSL 1 2 3 – 9
Powerball Plus* (მოქმედებს სპეციალური პირობები. იხ. ქვემოთ) Powerball MUSL 1 2 3 - 9
German Lotto Lotto 6 aus 49 DLTB 1 2 3 – 8
Mega-Sena Mega-Sena Caixa 1 - 2 – 3
SuperEnalotto SuperEnalotto Sisal 1 2 3 – 6
SuperEna Max* (მოქმედებს სპეციალური პირობები. იხ. ქვემოთ) SuperEnalotto Sisal 1 – 2 3 4 – 7
Spanish Daily Bonolotto LAE 1 – 2 3 4 – 10
El Gordo Primitiva El Gordo de la Primitiva LAE 1 2 3 – 9
French Lotto Loto FDJ 1 2 3 – 6
Oz Lotto Oz Lotto NSW 1 2 3 – 7
Oz Powerball Powerball NSW 1 2 3 – 8

 

10.1 მოგებები A საპრიზო კატეგორიაში 

10.1.1 ლატარიის გათამაშებაში, A საპრიზო კატეგორიაში მოცემულია გათამაშების უმაღლესი ჯეკპოტი. განხორციელებული ფსონების შესაბამისად გამარჯვებას მოიპოვებს ყველა ის მოთამაშე, რომელსაც კონკრეტულ რიცხვებზე ექნება დადებული. გამარჯვება გაიყოფა მოგებული ბილეთების რაოდენობის შესაბამისად. ყველა მონაწილე, საერთო საპრიზო ფონდის წილს თანაბრად მიიღებს. მოგება ასევე დამოკიდებული იქნება დაზღვეული ფსონების რაოდენობაზეც.

10.1.2 როგორც წინა ქვეპუნქტში ვახსენეთ, მოგება აღნიშნულ საპრიზო კატეგორიაში გამოითვლება ყველა, თითოეული ლატარიის გათამაშების მონაწილის მიერ განხორციელებული ფსონების შესაბამისად და გამომდინარე აქედან, საპრიზო ფონდი წარმოადგენს მზარდ თანხას მუდმივად.

10.2 A საპრიზო კატეგორიაში მხოლოდ ერთი დაზღვეული ფსონი

10.2.1 თუ A საპრიზო კატეგორიაში მხოლოდ ერთი დაზღვეული ფსონი არსებობს, რომელმაც გაიმარჯვა, ამის შესაბამისად გადასახდელი მოგება გამოითვლება შემდეგნაირად:

მოგება = ლატარიის ძირითადი ჯეკპოტი ამ საპრიზო კატეგორიაში / ლატარიის ჯეკპოტის გამარჯვებული ბილეთები ამ პრიზის კატეგორიაში A + 1

მაგალითი 1: საპრიზო კატეგორიაში მხოლოდ ერთი დაზღვეული ფსონი დევს და არცერთი  ლატარიის გამარჯვებული ბილეთი არ გამოცხადებულა ფსონების ძირითად კატეგორიაში ლატარიის ოპერატორის მიერ. ლატარიის მთლიანი ჯეკპოტი გახლავთ მაგალითად 90 000 000 ევრო. მოგება, რომელიც გადასახდელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ბილეთი მოიგებდა შეადგენდა მთლიან ჯეკპოტს, ანუ 90 000 000 ევროს.

მაგალითი 2: A საპრიზო კატეგორიაში არის მხოლოდ ერთი დაზღვეული  ფსონი და  ძირითადი ლატარიის ჯეკპოტის ორი გამარჯვებული ბილეთი გამოაცხადა ლატარიის ოპერატორის მიერ. ძირითადი ლატარიის ჯეკპოტის საპრიზო კატეგორიაში, A კატეგორიაში, 90,000,000.00 ევრო. მოგება, რომელიც გადასახდელი იქნება მხოლოდ ერთი დაზღვეული გამარჯვებული ფსონის ოდენობით, 30,000,000.00 ევროა.

10.3 ერთზე მეტი დაზღვეული ფსონი  A საპრიზო კატეგორიაში

10.3.1 თუ მოცემულ საპრიზო კატეგორიაში გამოვლენილი ერთზე მეტი წინასწარ დაზღვეული ფსონი მოგების გადახდა ხდება შემდეგ ეგრედ წოდებულ „გაზიარებულ მოდელზე(Share Model)“  დაყრდნობით, რომელიც სამ ეტაპს მოიცავს:

1. გაზიარებული რიცხვების გაანგარიშება:

გაზიარებულ რიცხვები= ძირითადი ლატარიის ჯეკპოტის გამარჯვებული ბილეთების რაოდენობა ამ საპრიზო კატეგორიაში + დაზღვეული ფსონების რაოდენობა ამ საპრიზო კატეგორიაში

2. თითოეული წილის გაანგარიშება:

თითოეულის წილი= საპრიზო კატეგორიის მთავარი ჯეკპოტი/მოგებათა რიცხვზე

3. მოგებათა გამოყოფა:

თითო საპრიზო კატეგორიაში დადებულ დაზღვეულ ფსონზე წილი:

მაგალითი 3: თუ არის ორი დაზღვეული ფსონი, ხოლო ერთი ძირითადი ფსონი და მოქმედება ხორციელდება A საპრიზო კატეგორიაში და გამოყოფილია ჯეკპოტზე 90 000 000 ევრო, მაშინ, შესაბამისად, აქ არის სამი ანაზღაურებადი წილი, თითოეულის ზომა შეადგენს 30 000 000 ევროს. მოგება, რომელიც გადასახდეკია A საპრიზო დაზღვეულ კატეგორიაში შეადგენს 30 000 000 ევროს.

10.4 მოგება B საპრიზო კატეგორიაში

10.4.1 მოგება, რომელიც გადახდილი იქნება ამ საპრიზო კატეგორიაში, დამოკიდებული იქნება ამ პრიზების კატეგორიაში მოქმედი ლატარიის გამარჯვებული ბილეთების რაოდენობაზე, დაზღვეული გამარჯვებული ფსონების რაოდენობაზე. ასევე ძირითადი ლატარიის გამარჯვებული ბილეთებზე ამ საპრიზო კატეგორიაში, ისევე როგორც ძირითადი ლატარიის ჯეკპოტზე.

10.4.2 მზღვეველი ითვლის B საპრიზო კატეგორიაში მოგებას. ლატარიის ოპერატორის მიერ გამოქვეყნებული მთლიანი ფსონების ოდენობის, აგრეთვე ამ ჯეკპოტის საპრიზო კატეგორიაში ან მასზე დარიცხვის საფუძველზე, ძირითადი ლატარიის ოპერატორის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ჯეკპოტის საფუძველზე. ამისათვის პრიორიტეტული ლატარიის შესაბამისი გათამაშების საპრიზო კატეგორიისთვის.

10.5  B საპრიზო კატეგორიაში მხოლოდ ერთი დაზღვეული ფსონი

10.5.1 თუ B საპრიზო კატეგორიაში მხოლოდ ერთი დაზღვეული ფსონი არსებობს, რომელმაც გაიმარჯვა, ამის შესაბამისად გადასახდელი მოგება გამოითვლება შემდეგნაირად:

მოგება = ლატარიის ძირითადი ჯეკპოტი ამ საპრიზო კატეგორიაში / ლატარიის ჯეკპოტის გამარჯვებული ბილეთები ამ პრიზის კატეგორიაში B + 1

მაგალითი 1: საპრიზო კატეგორიაში მხოლოდ ერთი დაზღვეული ფსონი დევს და არცერთი  ლატარიის გამარჯვებული ბილეთი არ გამოცხადებულა ფსონების ძირითად კატეგორიაში ლატარიის ოპერატორის მიერ. ლატარიის მთლიანი ჯეკპოტი გახლავთ მაგალითად 90 000 000 ევრო. მოგება, რომელიც გადასახდელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ბილეთი მოიგებდა შეადგენდა მთლიან ჯეკპოტს, ანუ 90 000 000 ევროს.

მაგალითი 2: B საპრიზო კატეგორიაში არის მხოლოდ ერთი დაზღვეული  ფსონი და  ძირითადი ლატარიის ჯეკპოტის ორი გამარჯვებული ბილეთი გამოაცხადა ლატარიის ოპერატორის მიერ. ძირითადი ლატარიის ჯეკპოტის საპრიზო, B კატეგორიაში, 90,000,000.00 ევრო. მოგება, რომელიც გადასახდელი იქნება მხოლოდ ერთი დაზღვეული გამარჯვებული ფსონის ოდენობით, 30,000,000.00 ევროა.

10.6  ერთზე მეტი დაზღვეული ფსონი  B საპრიზო კატეგორიაში

თუ მოცემულ საპრიზო კატეგორიაში გამოვლენილი ერთზე მეტი წინასწარ დაზღვეული ფსონი მოგების გადახდა ხდება შემდეგ ეგრედ წოდებულ „გაზიარებულ მოდელზე(Share Model)“  დაყრდნობით, რომელიც სამ ეტაპს მოიცავს:

1. გაზიარებული რიცხვების გაანგარიშება:

გაზიარებულ რიცხვები= ძირითადი ლატარიის ჯეკპოტის გამარჯვებული ბილეთების რაოდენობა ამ საპრიზო კატეგორიაში + დაზღვეული ფსონების რაოდენობა ამ საპრიზო კატეგორიაში

2. თითოეული წილის გაანგარიშება:

თითოეულის წილი= საპრიზო კატეგორიის მთავარი ჯეკპოტი/მოგებათა რიცხვზე

3. მოგებათა გამოყოფა:

თითო საპრიზო კატეგორიაში დადებულ დაზღვეულ ფსონზე წილი:

მაგალითი 3: თუ არის ორი დაზღვეული ფსონი, ხოლო ერთი ძირითადი ფსონი და მოქმედება ხორციელდება B საპრიზო კატეგორიაში და გამოყოფილია ჯეკპოტზე 3 000 000 ევრო, მაშინ, შესაბამისად, აქ არის სამი ანაზღაურებადი წილი, თითოეულის ზომა შეადგენს 1 000 000 ევროს. მოგება, რომელიც გადასახდეკია B საპრიზო დაზღვეულ კატეგორიაში შეადგენს 1 000 000 ევროს.

10.7 მოგება C საპრიზო კატეგორიაში

10.7.1 მოგება, რომელიც უნდა გადაიხადოს თითოეულ დაზღვეულ გამარჯვებულ ფსონზე C კატეგორიაში, მაგალითად EuroMillions-ის ე.წ. Class 4-ში არის ფსონების ოდენობა, რომელიც გამოაცხადა ლატარიის ოპერატორმა, შესაბამისად, ლატარიის გამარჯვებული ბილეთის შესაბამის საპრიზო კატეგორიაში.

10.7.2 იმ შემთხვევაში, თუ ლატარიის მთავარმა ოპერატორმა არ გამოაცხადა პრიზი შესაბამის კლასში ძირითადი ლატარიის გათამაშებისთვის, ამ კლასში თითოეული დაზღვეული გამარჯვებული ფსონის შესაბამისად გადასახდელი მოგება გამოითვლება იმ თანხების მიხედვით, რომლებიც გადახდილია ლატარიის შესაბამისი გათამაშებისთვის და საბოლოო მოგება განაწილდება დადებული ფსონების შესაბამისად.

10.8 მოგების გადახდა MEGAMILLIONS-ისა და POWERBALL-ის შემთხვევებში

MUSL  MegaMillions-ისა და Powerball ლატარიის გათამაშებისთვის, გამარჯვებულს გადაეხდება თანხა, რომელიც ტოლია: (ა) A საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებულების 60%, რაც ასახავს იმას, რომ MUSL იხდის მხოლოდ საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებული თანხის 60% -ს, თუ ჩვენ ან დაზღვევის წარმომადგენელი ვირჩევთ გადავიხადოთ ასეთი მოგება ერთჯერადი თანხით, ვიდრე 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ("ერთჯერადი თანხა"); LESS (ბ) თანხის ერთ პროცენტი, იმისათვის, რომ გამარჯვებული გამოცხადდეს ეკონომიკურად ანალოგიურ მდგომარეობაში, თითქოს ის თამაშობდა ლატარიას, როგორც აშშ-ს არარეზიდენტი პირი ამერიკის ტერიტორიაზე.

10.9 მოგების გადახდა SUPERENAMAX-ის შემთხვევაში

SUPERENAMAX განსაკუთრებული, დერივატიული თამაშია, სადაც მოგება არ შეესაბამება ზუსტად შედგენილ რიცხვებს და იგი შედგება და დაზღვეულია მზღვეველის მიერ. მოგება გადაიხდება ამ დროს წლიურად, 39 ან მეტი წლის განმავლობაში. ეს სპეციფიკური ვერსია ლატარიის ძირითადი გათამაშებისა.

10.10  მოგების გადახდა MEGA MILLIONS MAX-სა და POWERBALL PlUS-ის შემთხვევაში.

Millions Max და Powerball Plus-იც სპეციფიკური და დერივატიული თამაშებია, რომელშიც მოგება სულაც არ შეესაბამება ძირითადი ლატარიის იმ ოდენობებს, რომლებსაც გათამაშები ეყრდნობა. ამ თამაშებისთვის A საპრიზო კატეგორიაში ჯეკპოტები დაზღვეული იქნება მზღვეველის ან მზღვეველის ჯგუფის მიერ და ამ თამაშებისთვის ჩვენ მიერ პრიზის კატეგორიაში გამოცხადებული ნებისმიერი საპრიზო თანხები მოიცავს იგივე წესებს, როგორც ძირითადი ლატარიაში, რომელსაც ემყარება კონკრეტული თამაში.

10.11 სპეციალური ჯეკპოტები

ყველა თამაშისთვის, Lucky Enterprises B.V.– ს აქვს შესაძლებლობა გამოაცხადოს სპეციალური ჯეკპოტი / საკუთარი შეხედულებისამებრ ან მზღვეველის/სადაზღვეო ჯგუფთან ერთად. ამ სპეციალური ჯეკპოტის გათამაშებაში მონაწილეობისთვის ფუძემდებლურ კომპანიას შეუძლია გაზარდოს ბილეთის ფასი. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოცხადდება სპეციალური ჯეკპოტი, მაშინ გამოცხადებული სპეციალური ჯეკპოტის თანხა ჩაანაცვლებს ნებისმიერი ფულადი ლატარიის ჯეკპოტს ამ ტიპის A საპრიზო კატეგორიაში. ჯეკპოტის სპეციალური ფსონების დაზღვევა მოხდება დაზღვევის ან მზღვეველის ჯგუფის მიერ და ამ სპეციალური ჯეკპოტისთვის პრიზების გადახდა მოიცავს იმავე წესებს, როგორსაც ფსონების ძირითადი ლატარია, რომელსაც ემყარება კონკრეტული თამაში. სპეციალური ჯეკპოტების გამარჯვებული საპრიზო კატეგორიაში გამოყოფს თანხის ოდენობას გამარჯვებული ფსონების საერთო რაოდენობაში, რომელიც განთავსებულია მზღვეველის ან მზღვეველის ჯგუფის მიერ ამ კონკრეტული თამაშისთვის.

11. ფინანსური ინსტიტუტი

11.1 კომპანია არ წარმოადგენს რაიმე სახის ფინანსურ ინსტიტუტს და შესაბამისად, თქვენს მომხმარებლის ანგარიშში შეტანილი ნებისმიერი დეპოზიტი არ ირიცხება რაიმე პროცენტის სახით.

11.2 კომპანია არ იძლევა რჩევებს საგადასახადო ან იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით. მომხმარებლებს, რომლებსაც სურთ მიიღონ რჩევები საგადასახადო და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, გირჩევთ, რომ დაუკავშირდეთ საკუთარ პირად მრჩევლებს.

12. დაბეგვრა:

12.1 გამარჯვებულები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი და გაცნობიერებულნი, რომ გადასახდელი თანხები არ წარმოადგენს საგადასახადო რეზიდენციის გამარჯვებულის საკუთარ იურისდიქციაში შემდგომი საგადასახადო გავლენის ფაქტორებს და რომ გამარჯვებული მხოლოდ პასუხისმგებელია ამგვარი იურისდიქციის ფარგლებში ისეთი გადასახადის გადახდაზე, სადაც ის იმყოფება და ფიქსირდება, როგორც რეზიდენტი საგადასახადო მიზნებისათვის. თუ დაბეგვრის განხორციელება მოხდება, რაც მასპინძელი სახელმწიფოს კანონმდებლობაში წერია, მაშინ ასეთი დაბეგვრა ჩამოეჭრება მზღვეველს ან კომპანიას.

13. ინტელექტუალური საკუთრება:

13.1 თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ ინტელექტუალური საკუთრების ყველა უფლება და ინტერესი არის და ყოველთვის დარჩება ჩვენ საკუთრებად. ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერი გამოყენება ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია. თქვენ ეთანხმებით, რომ არ დაეხმარებით და არ შეუწყობთ ხელს რაიმე მხარის მონაწილეობას, დაპროგრამებას, რედაქტირებას, გადაცემას, გამოქვეყნებას, დისტრიბუციას, კომერციული ექსპლუატაციასა თუ შეჩერებას ჩვენს ინტელექტუალურ საკუთრებაში რაიმე ფორმით.

13.2 თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ ვებსაიტში მოცემული მასალა და შინაარსი ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი პირადი, არაკომერციული გამოყენებისთვის. ასეთი მასალისა და შინაარსის ნებისმიერი სხვა გამოყენება მკაცრად აკრძალულია.

13.3 ამ სახით, ჩვენ მოგცემთ ლიცენზიას, რომ გამოიყენოთ ჩვენი პროგრამა სრულად და მხოლოდ იმისთვის, რომ ისარგებლოთ მომსახურებით, ამ პირობების შესაბამისად. პროგრამულ უზრუნველყოფაში დაცულია ყველა უფლება, ხოლო ამ შეთანხმების შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ პროგრამული უზრუნველყოფა მხოლოდ ლიცენზირებული სახით. 

14. უარყოფა:

14.1 კომპანია და მასთან ასოცირებული ბრენდები არ არიან ასოცირებული ძირითად ლატარიის ოპერატორთან

14.2 ჩვენი მომხმარებლის ნებისმიერი პერსონალური მონაცემი განიხილება კონფიდენციალურად და არ გაიცემა მესამე პირებისთვის. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, დამუშავდება აქ, ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

14.3 კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას რაიმე ზიანისთვის, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს მომხმარებლის მიერ ინტერნეტში გადაცემული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისა და ბოროტად გამოყენების გზით. 

14.4 კომპანია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, გადაწყვიტოს ნებისმიერი დავა, საკუთარი შეხედულებისამებრ, თავისი უპირატესობით, თანასწორობის მთავარი პრინციპებიდან გამომდინარე.

14.5 კომპანია არ წარმოადგენს რაიმე წარმომადგენლობითს ან გარანტიას, პირდაპირ და აშკარა, მომხმარებლის იურიდიულ უფლებას მონაწილეობა მიიღოს სერვისებში და არც კომპანიის თანამშრომლებს, ლიცენზიატებს, დისტრიბუტორებს, აფილირებულსა და ასოცირებულ კომპანიებს, შვილობილ კომპანიების, რეკლამების, პრომოუტერების ან სხვა სააგენტოების წარმომადგენლებს, მედია პარტნიორებს ან სარეკლამო აგენტებს აქვთ უფლებამოსილება შეადგინონ ნებისმიერი ასეთი წარმომადგენლობა ან გარანტია. მომხმარებელი ვერ გამოიყენებს სერვისებს, ვერ გახსნის მომხმარებლის ანგარიშს, ვერ შევა ვებგვერდზე და ვერ მიიღებს რაიმე მოგებას/პრიზს,  ფულს, თუ მომხმარებელს ბოლომდე არ ესმის, არ ეთანხმება, სურს რომ არ გახდეს და არ შეასრულოს ვალდებულებები, გამონაკლისის გარეშე, წინამდებარე შეთანხმებაში.

14.5.1 კომპანია ასევე არ იღებს პასუხისმგებლობას იმის შესახებ, თუ მომხმარებლის პირად ანგარიშზე დეპოზიტის შემოტანა განხორციელდა მესამე მხარის მიერ.

14.5.2 თუ მესამე მხარემ მოითხოვა პირადი ანგარიშიდან თანხის ბარათზე გადარიცხვის პროცედურის შესრულება;

14.5.3 მომხმარებლი პირადი ანგარიშის არასწორი დეტალების მიწოდება ანგარიშიდან თანხის გატანის მიზნით;

14.5.4 კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ მომხმარებლთა ანგარიშების უსაფრთხოებაზე, რომლებიც მესამე პირებს საშუალებას აძლევენ გამოიყენონ თავისი მომხმარებლის ანგარიში, შეიტანონ დეპოზიტები ან გაიტანონ კუთვნილი კერძო ბალანსიდან თანხა სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე;

14.6 ვებსაიტთან კავშირი და მომსახურების/სერვისების გამოყენება ექვემდებარება მომხმარებლის პასუხისმგებლობას;

14.7.1 შეცდომა, ხარვეზი, არასწორი ინტერპრეტაცია, არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მართლწერის შეცდომა, წაკითხვის შეცდომა, გარიგების შეცდომა, ტექნიკური ჩავარდნა, ტექნიკური საფრთხე, რეგისტრაციის შეცდომა, მანიფესტაციის შეცდომა, თამაშის გაუქმება რაიმე მიზეზების გამო, ფორსმაჟორული სიტუაციების არსებობა ან/და სხვა მსგავსი ღონისძიება;

14.7.2 მომხმარებლის მიერ აღნიშნული შეთანხმების დარღვევა;

14.7.3 თაღლითობა ან მსგავსი დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება;

14.7.4 კომპანიის მიერ მიცემული რჩევები;

14.7.5 კომპანიის ცენტრალური კომპიუტერული სისტემის ან მისი რომელიმე ნაწილის გაუმართაობა ან არარსებობა; კომპანიის სატელეკომუნიკაციო ან სხვა მონაცემთა გადაცემის ნებისმიერი სისტემის შეფერხების შედეგად გამოწვეული დაზიანებები, ზარალის ან შეცდომების წარმოშობა; ან/და

14.7.6 ფინანსური გარიგების რისკები და დანაკარგები, რომელიც ასევე მოიცავს გაცვლით კურსზე ზემოქმედებებსაც;

14.8 მომხმარებელი ესმის, რომ ვებსაიტზე შემოთავაზებული სერვისები მხოლოდ გასართობი მიზნებისთვის არის შეთავაზებული. მომხმარებელია თავად არის პასუხისმგებელი მხოლოდ თავის პატიოსანი გზით თამაშზე და მხოლოდ თავად აგებს პასუხს შესაძლო ფინანსურ დანაკარგებზე. მომხმარებლის ინტერესი სერვისების და ვებსაიტის მიმართ პირადია და არა პროფესიონალური. მომხმარებელი შემოდის ვებსაიტზე პირადი გართობის მიზნით. აკრძალულია მომხმარებლის მიერ ვებსაიტის ნებისმიერ სხვა სახის მომსახურებაში შესვლა, წვდომა ან გამოყენება.

14.9 ეს წესები და პირობები წარმოადგენენ  კომპანიასა და მომხმარებელს შორის არსებულ დადებულ ხელშეკრულებას.

14.10 უპირატესია ინგლისური ენა:

14.10.1 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ ახლა კითხულობთ 2019 წლის წესებისა და პირობების  ჩამონათვალს, სადაც ბოლო შესწორება შეტანილია და უკვე ვალიდურია 2019 წლის 16 აპრილიდან.

14.10.2  წესებისა და პირობების ოფიციალურ ტექსტს კომპანია გადმოსცემს ინგლისურ ენაზე. ამ შეთანხმების ინგლისურისა და სხვა ენობრივ ვერსიებს შორის რაიმე კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, ინგლისურენოვანი ვერსია ჭარბობს და სარგებლობს უპირატესობით.

14.10.3 ინგლისურის გარდა სხვა ენებზე, კომპანიას არ აქვს პასუხისმგებლობა ნებისმიერი არასწორი სახის თარგმანის შესახებ, რომელიც ნაჩვენებია წესებსა და პირობებში და არც მომხმარებლის მიერ თარგმნაში გამოყენებული შეცდომების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში.

14.11 ანგარიშის მფლობელს ესმის და იზიარებს იმ სიტუაციას, რომ კომპანიას აქვს სრული უფლება, რომ ნებისმიერ დროს მოახდინოს გარკვეული სახის ცვლილებების შეტანა წინარე ჩამოყალიბებულ წესებსა და პირობებში. მხოლოდ ცვლილების შემდეგ შეგეძლებათ მომხმარებლებს კვლავ საიტის სერვისებით სარგებლობა.

14.12 თქვენ აცნობიერებთ და გესმით, რომ რაიმე სისტემის გაუმართაობის, არ არსებობის ან თამაშის შეცდომის შემთხვევაში, რაც იწვევს შეცდომას ნებისმიერი სფეროს ფუნქციონირებაში, გადასახადებში, საფასურებში, ბონუსებსა და გადახდებში ან სხვა ვალუტის კონვერტაციაში, როგორც ეს მოქმედებს, ('სისტემის შეცდომა'), კომპანია შეეცდება, რომ სისტემის ყველა შეცდომაზე უშუალოდ დაზარალებულ ყველა მხარეს დაენიშნოს ის პოზიცია, სადაც ისინი იმყოფებოდნენ სისტემის შეცდომის დადგომამდე. კომპანია იტოვებს უფლებას, უქმად გამოაცხადოს ნებისმიერი ფსონი, რომელიც წარმოადგენდა ამგვარი სისტემის შეცდომას და მოითხოვოს, რომ ნებისმიერი შეცდომის გამო გადახდილი თანხა დაუბრუნდეს კვლავ უკან კომპანიას.

14.12.1 ყველა შემთხვევაში, როდესაც კომპანია (თავისი შეხედულებისამებრ) ადგენს, რომ მომხმარებლებმა სისტემური გაუმართაობა გამოიყენეს თავისდა სასარგებლოდ, კომპანია იტოვებს უფლებას განიხილოს ნებისმიერი ამგვარი მოგება ბათილად.

14.13 თქვენ აღიარებთ, რომ ამ შეთანხმების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი მომხმარებლის ანგარიშის გაუქმება, შეჩერება და შეწყვეტა, თანხების ჩამორთმევა და თქვენ მიმართ სამართლებრივი მოქმედება.

14.14 კომპანია მიიჩნევს, რომ ეს პირობები სამართლიანია. თუ გჭირდებათ რჩევები ჩვენი მომსახურების როგორც ამ, ასევე სხვა ნაწილებთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენს ვებგვერდზე "დაგვიკავშირდეთ" განყოფილებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შესაძლებელია ყველა კორესპონდენციის და სატელეფონო ზარის ჩაწერა.

14.15 ეს წესები და პირობები წარმოადგენენ ელექტრონული ჩანაწერის ვერსიას და არ შეიძლება იყოს დატრანსფერებული, გადაცემული რაიმე მხარისთვის. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გადავცეთ ნებისმიერი ჩვენი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც შემდგომში მიეთითებათ მესამე პირს თქვენ შესახებ, ყოველგვარი შეტყობინების გარეშე.

14.16 კომპანიის აქტივების კონტროლის, შერწყმის, შეძენის ან გაყიდვის შემთხვევაში, თქვენი მომხმარებლის ანგარიში და მასთან დაკავშირებული მონაცემები შეიძლება იყოს მყიდველს ან შემსყიდველ მხარეს გადასაცემი აქტივების ნაწილი. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მოგაწვდით შეტყობინებას ელექტრონული ფოსტით ან ჩვენს ვებგვერდზე შეტყობინებით, რომელშიც განმარტებული იქნება ვარიანტები თქვენი მომხმარებლის ანგარიშის გადაცემასთან დაკავშირებით.

14.17 წინამდებარე შეთანხმება და დოკუმენტი ექვემდებარება და ინტერპრეტირებას გადის ინგლისის სახელმწიფო კანონებზე დაყრდნობით.