კომპანია პატივს სცემს თქვენს კონფიდენციალურობას

შპს. „Secure View Services” არის კომპანია, რომელიც რეგისტრირებულია კვიპროსში. საიდენტიფიკაციო ნომერი HE149654. სამუშაო ოფისი მდებარეობს ნიქოზიაში, მაკარიოს ავენიუზე მდებარე მეთონის თაუერის მესამე სართულზე,  მისსავე შვილობილ და ყველა ასოცირებულსა და აფილირებულ ფირმასთან ერთად. შესაბამისად, ნებისმიერი აღნიშნული კომპანია უზრუნველყოფს და პასუხისმგებელია ზედმიწევნით სწორად დაიცვას მომხმარებლის პირადი კონფიდენციალურობა როდესაც მათ მიერ ხდება საიტით სარგებლობა.

აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკა ნებას რთავს მომხმარებელს ჰქონდეს ინფორმაცია მისსავე განხორციელებულ ნებისმიერ ონლაინ აქტივობაზე და ამის შემდგომ, 

მოგროვებულ ყოველგვარ პერსონალურ ინფორმაციას როგორ გამოიყენებს კომპანია.

როდესაც მომხმარებელი სარგებლობს საიტით (ან ინტეგრაციას ახდენს სხვადასხვა მეთოდით ჩვენს საიტთან) მას უწევს იმის დადასტურება, რომ ნებართვა მისცეს საიტს უზრუნველყოს იგი პერსონალური განსაზმღვრელი ინფორმაციით.

კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზნებისთვის „პერსონალური ინფორმაცია“ ნიშნავს ინფორმაციას ფიზიკური პირის შესახებ, რომელიც მარტივად ინდენტიფიცირებადი იქნება კონკრეტული პირისთვის. პერსონალური ინფორმაცია სხვადასხვა სახის ინფორმაციებს შორის მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ფიზიკური პირის სახელი, მისამართი, სოციალური მოწმობის ნომერი, ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი, ინფორმაცია პაროლის შესახებ და სხვა მსგავსი სახის პირადი ინფორმაცია.

აღნიშნული პოლიტიკა მომხმარებელს აწვდის ცნობას იმ ინფორმაციის შესახებ, რომელიც კომპანიამ შეიძლება შეაგროვოს თავისსავე საიტზე პირის იქ ყოფნისას, როგორ გამოიყენოს შემდგომში ეს ინფორმაცია, როგორ ჰქონდეს წვდომა მასზე და როგორ დაიცვას ეს პირადი ინფორმაცია საიტის მიერ შეთავაზებული სერვისების სახით.

თუ თქვენ, როგორც საიტის სტუმარი დაარეგისტრირებთ და დააფიქსირებთ თქვენს პირად ინფორმაციას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის პირობებს და ნებას რთავთ მას, რომ გამოიყენოს თქვენი ინფორმაცია კონფიდენციალურობის პოლიტიკის ფარგლებში. აგრეთვე, გაფრთხილებთ იმის შესახებ, რომ საიტი შესაძლოა შეიცავდეს სხვადასხვა უცხო საიტის ლინკებს. მათ შორის შესაძლოა იყვნენ კომპანიასთან წინარე თქმული აფილირებული და ასოცირებული ფირმები და მათთან ერთად, სხვა საიტებიც. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ   კომპანიაზე შესაძლოა არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან სხვა ტექნიკური შეცდომა.

ეს პოლიტიკა უზრუნველყოფს აუცილებელი ჩარჩო პირობების არსებობასა და აღწერს კომპანიის კონფიდენციალურობის პრაქტიკას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი საშუალებით შეგროვებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე „შენ“ ან „თქვენ“ იგულისხმება როგორც ერთი პერსონა ისე ადამიანთა ჯგუფი, პირი ან პირები. 

თუ გაგაჩნიათ რაიმე კითხვები აღნიშნულ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით ან თვლით, რომ საიტზე თავს უსაფრთხოდ და დაცულად ვერ გრძნობთ, გთხოვთ, შესაბამისი ლინკის მეშვეობით, „Contact Us” სექციის გამოყენებით მოგვმართოთ ელექტრონულ ფოსტაზე.

თქვენ აცნობიერებთ, რომ წაიკითხეთ და გაეცანით საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, წესებსა და თქვენი პირადი ინფორმაციის გამოყენების ინსტრუქციას.

ინგლისური და ნათარგმნი ვერსიები

თუ თქვენ ეცნობით აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკის ინგლისურისგან განსხვავებულ ვერსიას, თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ (1) ინგლისური ვერსია წარმოადგენს ოფიციალურს; (2) არაინგლისური ვერსია შექმნილია იმისთვის, რომ უფრო კომფორტულად იგრძნოთ თავი და მოსახერხებელი იყოს თქვენთვის. თარგმანი არ წარმოადგენს დოკუმენტის ოფიციალურ სახეს. (3) ინგლისურისა და არაინგლისური ვერსიების დროს, საბოლოო შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა ენიჭება ოფიციალურ, ინგლისურ ვერსიას.

პერსონალური მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის შეგროვება

კომპანია აგროვებს და იყენებს თქვეს პერსონალურ ინფორმაციას, რათა უზრუნველყოს თქვენი პირადი ურთიერთობა კომპანიასთან და უკეთესი და გაუმჯობესებული სერვისი შემოგთავაზოთ. ამგვარი ინფორმაციის შეგროვება ხდება სათანადო შეტყობინებითა და თანხმობით. საჭიროების შემთხვევაში კი მონაცემთა დაცვის უფლებამოსილ ორგანოებთან ერთად საჭირო პროცედურების შედგენასთან ერთად.

როდესაც თქვენ სტუმრობთ ვებსაიტს კომპანია ამ დროს ახდენს სათანადო ინფორმაციის შეგროვებას. სერვერი ავტომატურად იწერს დეტალებს თქვენი ვიზიტის შესახებ. შეგროვება ხდება ვებსაიტის მხრიდან, აგრეთვე, საიტზე დაფუძნებული მობილური აპლიკაციების მეშვეობით, საიტზე მიმოწერის დროს ან კომპანიის რეპრეზენტეტატორებთან საუბრისას. აგრეთვე, როდესაც თქვენ რაიმე პროდუქტისა თუ მომსახურების შეძენას ანხორციელებთ, ან სააპლიკაციო ფორმას ავსებთ.

კომპანიას ძალუძს შეაგროვოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია შემდეგ სერვისებზე დაყრდნობით:

- როდესაც თქვენ აკეთებთ საქონლისა თუ მომსახურების შეკვეთას საიტზე. ასევე, პირადი ანგარიშის რეგისტრაციისა და აქტივიზაციის დროს.

- პროფაილის შექმნისას და მომხმარებლის ვერიფიკაციის გავლის შემდგომ.

- ინფორმაციის მოთხოვნისას ან საჩივრის წერისას.

- როდესაც ხდება კომპანიის მნიშვნელოვანი ამბების გამოწერა (Subscription)

- ონლაინ გამოკითხვის ფორმების შევსებისას.

- საიტზე ჩვეულებრივი ვიზიტის დროს და მისი დათვალიერებისას.

პერსონალური ინფორმაციის ერთ-ერთი ტიპი, რომელსაც კომპანია აგროვებს თქვენი მხრიდან მოიცავს:

- პერსონალურსა და ბიზნეს საკონტაქტო ინფორმაციას, როგორიცაა სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

- ფინანსური ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი ან სხვა, მსგავსი სახის საგადასახადო ინფორმაცია.

- სხვა უნიკალური ინფორმაცია, როგორიცაა მომხმარებლის პირადი ნომერი და პაროლი, პროდუქტის ფუნქციონირება, პროდუქტისა და მომსახურების პრეფერენციები, საკონტაქტო  პრეფერენციები, საგანმანათლებლო და სამსახურეობრივი ბექგრაუნდები.

- გეოლოკაციური მონაცემთა ბაზა, როგორიცაა პირადი IP მისამართი. ასევე, ფიზიკური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი მონაცემები, როდესაც თქვენ თავად ითხოვთ მდებარეობის სერვისის გამოყენებას.

- თქვენ მიერ პროდუქტისა თუ მომსახურების შეძენის შემდეგ ან იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენ მივიღეთ თქვენგან აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შედეგად.

- ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია, რომელიც გიკავშირდებათ თქვენ და ჩვენი საიტის მეშვეობით პირდაპირი გზით გვაწვდით მას.

- ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ჩვენი მომსახურების ცენტრისა და სამომხმარებლო გამოკითხვების მეშვეობით.

ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ისეთი პირადი სახის ინფორმაციით, რომელიც საკმაოდ სენსიტიურ საკითხებთანაა დაკავშირებული ( მაგალითად, რასობრივი და ეთნიკური წარმომავლობა, რელიგიური შეხედულებები, კრიმინოგენური მდგომარეობა, ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობა, სექსუალური ორიენტაცია და ა.შ.). თქვენგან ვიღებთ მხოლოდ ჩვენთვის საჭირო და შესაბამის ინფორმაციას.

კომპანიას ასევე შეუძლია შეაგროვოს ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც არ ჩაითვლება პერსონალურად, რადგან ის ვერ ახდენს პიროვნების იდენტიფიცირებას. მაგალითად, ამის დამადასტურებელი შეიძლება იყოს ანონიმური გამოკითხვები საიტზე, რომლის დროსაც მომხმარებლები ახდენენ პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შესახებ თავიანთი შეხედულებების გამოხატვასა და აზრის დაფიქსირებას. 

რატომ ვაგროვებთ თქვენს პირად ინფორმაციას და როგორი გზით ვიყენებთ შემდგომში მას

კომპანიას შეუძლია გამოიყენოს მომხმარებლის პირადი ინფორმაცია სხვადასხვა მიზნებიდან გამომდინარე. ეს მიზნები მოიცავს:

- მომხმარებლის ანგარიშის შექმნასა და მის მართვას, რომელიც განსაზღვრულია ონლაინ თამაშების სათამაშოდ.

- მომხმარებლის ანგარიშის სამართველად.

- ჩვენი სერვისებისა და თამაშების უზრუნველსაყოფად.

- მომხმარებლებს საიტი ნებას რთავს ითამაშონ თამაშები ან ზოგადად ისარგებლონ შეთავაზებული მომსახურებით.

- მომხმარებლების გაფრთხილება იმის შესახებ, რომ თუ ისინი მოიგებენ, რა შესაძლო ცვლილებები შეიძლება იქნას გამოწვეული ამით ან მომსახურებაში შესაძლო ცვლილებების შესახებ.

- კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენს ის, რომ ვებ-გვერდი მუდმივად იყოს ოპტიმიზირებული, რომ მომხმარებლებმა მიიღონ საუკეთესო გამოცდილება თამაშისას. 

- მომხმარებლებთან საკონტაქტოდ. მათი მოთხოვნების, კომენტარებისა და შეთავაზებების გასაცნობად. 

- სხვამხრივი კონტაქტი მომხმარებლებთან.

- გარკვეული სახის კონკრეტული მიზნებისათვის.

- მომხმარებლის პირადი გვერდისთვის თვალყურის დევნებას. აღნიშნული გამოიყენება საერთო ბაზრის კვლევა-შეფასებისათვის.

- ვებ-გვერდის გაუმჯობესებისთვისა და უფრო დახვეწილი სერვისის შეთავაზებისთვის.

- შეატყობინოს მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებების, რეკლამებისა და ა.შ. შესახებ.

- მიეწოდოს მესამე მხარის მომსახურების მიმწოდებლებს კომპანიის, მისი კონტრაქტორების ან ვებსაიტის ლეგიტიმური ბიზნეს მიზნების გამო.

- კონფიდენციალურობის პოლიტიკის აღსასრულებლად.

- სახელმწიფო კანონებითა და წესდებით დადგენილი მიზნებისთვის.

- შესყიდვასა და რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებულ მიზნებთან. ასევე, რეალიზაციასთან, გაყიდვებთან ან მსგავსი სახის სხვა ტრანსფერებთან დაკავშირებულ ინფორმაციასთან.

ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე, პიროვნება ითვლება, რომ თანახმაა  ყოველივე ეს ინფორმაცია გამოყენებულ იქნას საიტის მიერ.

ამ საიტზე შეგროვებული პირადი ინფორმაცია შეიძლება ინახებოდეს და დამუშავდეს გაერთიანებულ სამეფოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც კომპანია (ან მისი შვილობილი კომპანიები, აფილირებული თუ ასოცირებული კომპანიები და განყოფილებები და მათი მესამე მხარის საქმიანი პარტნიორები და მომწოდებლები) ინარჩუნებს ობიექტებს. აგრეთვე, ეს შეიძლება შეიცავდეს ქვეყნებს შორის მონაცემების მიმოცვლის წესების განსაზღვრას. თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ პერსონალურ ინფორმაციის გადაცემით აღიარებთ, რომ მსგავსი სახის ინფორმაციის გადაცემა ხდება საერთაშორისო საზღვრებზე და ეს ქმედება აუცილებელია თქვენი ნებისმიერი მოთხოვნის სწორად დასამუშავებლად.

მხარეები, რომლებსაც შესაძლოა გავუზიაროთ თქვენი ინფორმაცია

თქვენი პირადი ინფორმაციის ნებაყოფლობით წარდგენით, თქვენ თანახმა ხართ, რომ მოხდეს ამ ინფორმაციის შეგროვება საიტის მიერ, როგორც ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკაშია აღწერილი. შესაბამისად, თქვენი პირადი ინფორმაცია შესაძლოა გამჟღავნდეს ქვემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე პირთა მიმართ: (1)  ჩვენ კომპანიასთან ასოცირებული და დაკავშირებული ნებისმიერი კომპანიის თანამშრომლებისთვის, რომლებსაც აქვთ ამ ინფორმაციის ცოდნის საჭიროება. (2) ნებისმიერი ჩვენ კომპანიასთან დაკავშირებული აუდიტორისათვის, კონტრაქტორისათვის, რომლებსაც ასევე აქვთ უფლება ჰქონდეთ ცოდნა ამის შესახებ. (3) ნებისმიერი საგადასახადო ასისტენტი, რომელიც გვეხმარება ჩვენ, რომ თქვენგან სწორად მოხდეს გადახდის დადასტურება და ფინანსური ტრანსფერტი. (4) ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც ეწევიან ჩვენს უშუალო მომსახურებას ან მოქმედებენ, როგორც ჩვენი აგენტები. (5) ნებისმიერი პირი, რომელსაც შეგვიძლია გადავცეთ კომპანიის აქტივების გარკვეული ნაწილი ან სრული პაკეტი. ბიზნეს სექტორის აქტიური პირი, რომელიც მჭიდრო ფინანსურ ურთიერთკავშირში იმყოფება კომპანიის აქტივებთან. ნებისმიერი ზემოთაღნიშნული პირი თუ პირის მიერ განხორციელებული ქმედება მკაცრად რეგულირდება სახელმწიფო კანონის მიერ და ზედმიწევნით იცავს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას. 

არსებული იურიდიული, რეგულაციური და უსაფრთხო გარემოდან გამომდინარე კომპანიას შეიძლება მოეთხოვოს გარკვეულ პირობებში მთლიანი დონის ინფორმაციის გადაცემა სახელმწიფოსთვის საიტის წესდებაზე დაყრდნობით. კომპანია გამოიყენებს გონივრულ ძალისხმევას ამგვარი გამჟღავნების შეზღუდვის მიზნით, შემდეგი გარემოებებით: (1) კომპანია ირწმუნებს, რომ მსგავსი სახის ქმედების განხორციელება აუცილებელია მოპასუხის ან სხვა სამართლებრივი პროცესის საპასუხოდ. (2) სადაც, აღნიშნული ქმედება ხორციელდება მიზნობრივად განსაზღვრულ კრიტერიუმში, მონაცემთა უსაფრთხოების, დაცვისა და ტექნიკური ოპერაციების უზრუნველსაყოფად. (3) სადაც მიზნობრივად გამართლებული და საჭიროა პიროვნების იდენტიფიცირება და იურიდიულად ლეგალური საქმიანობის განხორციელება, რომელიც, რა თქმა უნდა, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საიტის გამოყენების წესებს. (4) კომპანიის საკუთრებისა და უფლების დაცვით. (5) ან გადაუდებელ სიტუაციებში კომპანიის პროდუქციის, მომსახურების, პერსონალური უსაფრთხოებისა და მომხმარებლების უფლებების დაცვით. 

ამასთან, კომპანიას შეუძლია აგრეთვე გაამჟღავნოს პირადი ინფორმაცია კომპანიის ბიზნესის ან მისი სხვა ნაწილის გაყიდვის, დავალების ან სხვაზე გადაცემასთან დაკავშირებით. ასევე,  უსაფრთხოების აუდიტის ნაწილთან დაკავშირებით.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა ბავშვთა მიმართ

კომპანია გამიზნულად და შეგნებულად არ აგროვებს ინფორმაციას არასრულწლოვნებისაგან, რამეთუ ეს განსაზღვრული სახელმწიფო სამართლებრივი ჩარჩოთი. ასევე, შექმნილი ვებსაიტები და მობილური აპლიკაციები არ არის გამიზნული მათთვის. ჩვენ მოვუწოდებთ მშობლებს და მხარს ვუჭერთ მათ, რათა აქტიური როლი შეასრულონ ბავშვთა აღზრდის საკითხებში და ნაკლები ინტერესი გაუჩინონ მათ მსგავსი სახის საიტებისა და მობილური აპლიკაციების მიმართ.

თქვენი უფლებები თქვენს პირად ინფორმაციასთან მიმართებაში

ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, მოგვმართოთ, რათა მიიღოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის კოპირებული ვერსია და თუ გსურთ, რაიმე ცვლილება შეიტანოთ მასში.

თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოება და დაცულობა

ჩვენ შევიმუშავეთ უსაფრთხოების შესაბამისი პოლიტიკა, წესები და ტექნიკური მახასიათებლები, რათა ჩვენი კონტროლის ქვეშ მოქცეული ყველა პერსონალური ინფორმაცია დავიცვათ უნებართვო წვდომისაგან, არასათანადო გამოყენებისაგან ან გამჟღავნებისგან, უნებართვო მოდიფიცირებისგან, უკანონო განადგურებისგან ან შემთხვევითი ზარალისგან. 

კომპანია მნიშვნელოვან ძალისხმევას ახდენს ამ საიტის მეშვეობით შეგროვებული პირადი ინფორმაციის, პრეფერენციებისა და სხვა ინფორმაციის კონფიდენციალურობის დასაცავად და არასოდეს დაუშვებს, რომ ამ ინფორმაციაზე წვდომა კომპანიის გარეთ ჰქონდეს ვინმეს და მოახდინოს მისი ბოროტად გამოყენება.

კომპანიამ მნიშვნელოვანი ინვესტიცია მოახდინა თავის სერვერზე, მონაცემთა ბაზაში, სარეზერვო და firewall ტექნოლოგიებში კომპანიის ქსელის ინფორმაციული აქტივების დასაცავად, მათ შორის ამ საიტის მეშვეობით შეგროვებული პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის ჩათვლით. ეს ტექნოლოგიები წარმოადგენს დახვეწილი უსაფრთხოების ფორმისა და პროტოკოლის ზუსტ სახეს. 

თქვენ ასევე მონაწილეობა უნდა მიიღოთ თქვენივე ინფორმაციის დაცვაში. კომპანიაში დარეგისტრირებული თქვენი სახელი და ნებისმიერი პაროლი კონფიდენციალურია და ჩვენ გირჩევთ რომ არავის გაანდოთ ისინი. სამწუხაროდ, ინტერნეტის, როგორც საერთაშორისო ტრანსმისიათა ქსელის ბუნება არ არის ისეთი, რომ ნებისმიერი კომპანიის მონაცემთა ბაზა და ინფორმაცია 100 პროცენტით იყოს დაცული და გარანტირებული. შედეგად, სანამ ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ თქვენი პირადი ინფორმაცია, რომელიც თქვენ მიერ გადაეცემა ჩვენს საიტს, კომპანიას არ შეუძლია სრულად უზრუნველყოს ან 100% გარანტია მოგცეთ ასეთი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე. ამრიგად, ჩვენთვის გადაცემული ნებისმიერი პირადი ინფორმაცია კეთდება თქვენივე გაღებული რისკის შესაბამისად. მას შემდეგ, რაც მივიღებთ პერსონალურ ინფორმაციას, კომპანია მნიშვნელოვან ძალისხმევას ახდენს ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დასაცავად ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

Cookies 

ჩვენ (და ჩვენთან წინარე მრავალჯერ ნახსენები ასოცირებული და აფილირებული მესამე მხარის კომპანიები და ა.შ.) ვიყენებთ Cookies და სხვა მსგავს ტექნოლოგიებს, რათა უკეთესად და უფრო ფართოდ შევისწავლოთ თქვენი ონლაინ აქტიობა და ინტერნეტ გამოცდილება. თუ როგორ და რა მიმართულებით მოიხმართ ჩვენს სერვისებს. 

Cookies ფაილები არის ინფორმაცია, რომელსაც ვებგვერდი ინდივიდუალურად გადასცემს მყარ დისკს ჩანაწერების შენახვის მიზნით. Cookies ფაილების გამოყენება ინდუსტრიის სტანდარტია და მას ყველაზე მნიშვნელოვანსა და გაცილებით უფრო მასშტაბურ  ვებსაიტებზეც იხილავთ. Cookies ფაილები კომპანიას ეხმარება, რომ შესაბამისი ინფორმაცია მოიპოვოს თქვენს პრეფერენციებზე და დაინახოს, თუ რომელი საიტების მომხმარებელი ხართ ყველაზე ხშირად და როგორია დაახლოებით თქვენი ჩამოყალიბებული ინტერნეტ გემოვნება. კომპანია არასდროს იყენებს Cookies ფაილებს თქვენი კომპიუტერისგან პირადი ინფორმაციის მისაღებად, რომელიც თავდაპირველად არ იქნა გაგზავნილი მასში. ბრაუზერების უმეტესობა თავდაპირველად მითითებულია Cookies ფაილების მიღებაზე. საიტზე შესვლისას, თავიდანვე გაფრთხილებთ სისტემა, რომ საიტი იყენებს აღნიშნულ სერვისს. თუ თქვენთვის უფრო სასურველია, შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ბრაუზერის პარამეტრები, Cookies  ფაილებზე უარის თქმით. თუმცა, ამ ქმედებით, თქვენ ვერ შეძლებთ საიტის სრულად ათვისებას. უსაფრთხოების ლეგიტიმური მიზეზების გამო, ჩვენ შეიძლება უარი გითხრათ თქვენ ვებგვერდის კონკრეტული შინაარსის გაცნობაზე და მის სრულფასოვნად გამოყენებაზე, სანამ არ დაადასტურებთ, რომ ეთანხმებით cookies ან მსგავსი მოწყობილობის გამოყენებას. 

სარეკლამო ბანერები

სარეკლამო ბანერების გამოყენება ხდება კომპანიის პროდუქციის რეკლამირების მიზნით. კომპანიის ვებ-გვერდი შემდგომში ახდენს ვიზიტორთა თრექინგს აღნიშნულ საიტზე და იყენებს მას ანალიტიკური და მარკეტინგული მიზნებისათვის. 

მონაცემთა შენახვა

პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ წარუდგენთ კომპანიას, შენარჩუნებული იქნება მხოლოდ იმდენი ხნით, რამდენიც საჭირო იქნება იმ მიზნებისათვის, რისთვისაც იგი შეგროვდა ან კანონით გათვალისწინებულია.

ინტელექტუალური საკუთრება

საიტის მთელი შინაარსი ექვემდებარება საავტორო უფლებებს. დაცულია ყველა უფლება და ისინი შეიძლება მხოლოდ თქვენი პირადი სარგებლობისთვის იყოს შენახულ ან გამოყენებული. თქვენ არ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ეს ინფორმაცია (როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ) არა პირადი სარგებლობისთვის ან რაიმე სხვაგვარად რეპროდუქცირებისთვის. მისი გამოყენება მხოლოდ პირადი ხასიათის სარგებლობისთვისაა მიზანშეწონილი. ეს ნებართვები ნებისმიერ დროს შეიძლება გაუქმდეს ჩვენ მიერ. თქვენ გაქვთ უფლება, რომ შეამოწმოთ ეს ნებართვები საიტის არაექსკლუზიური უფლებებიდან გამომდინარე, მხოლოდ არა კომერციულ ბაზისზე დაყრდნობით. 

უსაფრთხოება

თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებული იმის თაობაზე, რომ ვირუსები, როგორებიცაა მაგალითად ტროიანი ან მსგავსი სახის სხვა საზიანო ნივთიერებები, არ იმყოფებიან თქვენი კომპიუტერის ოპერაციულ სისტემაში და არ ახდენენ მის დაზიანებას. თუ რაიმე დაზიანება მოხდა, რომელიც გამოწვეული იქნება სწორედ აღნიშნული ვირუსებიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი პერსონალური ინფორმაციის ბოროტად გამოყენება ან დაზიანება, ჩვენ ამაზე, ბუნებრივია, პასუხს არ ვაგებთ.

კომპანიასთან არამჭიდრო კავშირში მყოფი ბმულები 

კომპანიის საიტებსა თუ სერვისებს შეუძლიათ მოგაწოდონ ბმულები მესამე მხარის პროგრამებზე, პროდუქტებზე, მომსახურებებზე ან ვებგვერდებზე, თქვენი მოხერხებულობისთვისა და მეტი ინფორმაციის მისაღებად. თუ ამ ბმულებზე გექნებათ წვდომა, თქვენ ავტომატურად დატოვებთ კომპანიის საიტს. კომპანია არ აკონტროლებს მესამე მხარის საიტებს ან მათ კონფიდენციალურობის პრაქტიკას, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს ჩვენი კომპანიის პრაქტიკისაგან. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს და არც ვიღებთ რაიმე პასუხისმგებლობასა და წარმომადგენლობას მესამე მხარის საიტებზე. ჩვენ გირჩევთ, უპირველესყოვლისა, გადახედოთ საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებამდე.

ჩვენ შეიძლება ასევე უზრუნველვყოთ სოციალური მედიის ფუნქციები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ გააზიაროთ ინფორმაცია თქვენს სოციალურ ქსელებთან და დაუკავშირდეთ კომპანიას სხვადასხვა სოციალური მედიის საიტის მეშვეობით. ამ მახასიათებლების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენს შესახებ ინფორმაციის შეგროვება ან გაზიარება, მახასიათებელიდან გამომდინარე. ჩვენ მსგავსად ზემოთ თქმულისა, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ გადახედოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და პარამეტრებს სოციალურ მედიაში, რომლებთანაც თქვენ ურთიერთობა გაქვთ და დარწმუნდეთ, რომ გესმით ინფორმაცია, რომელიც ამ საიტების მიერ შეგროვდება და იქნება შემდგომში გამოყენებული და გაზიარებული.

არჩევანი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით (უარის თქმა) 

ამ საიტის მეშვეობით კომპანიას ნებაყოფლობით მიაწვდით თქვენ პერსონალურ ინფორმაციას. კომპანია გამოიყენებს მას საიტზე განთავსებული და შედგენილი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. თუ თქვენ ნებისმიერ დროს გადაწყვეტთ, რომ არ გსურთ თქვენი პირადი ინფორმაციის გაზიარება, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ნებისმიერ მომენტში უარი თქვათ მსგავს ქმედებაზე. ასევე, უარი თქვათ ზემოთ ნახსენებ გამოწერასა და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციის არსებობაზე. ამგვარი ქმედების განხორციელება შესაძლებელია ვებ-საიტზე გამოყოფილ „დაგვეკონტაქტეთ(Contact Us)“ სექციაში გადასვლით. 

თქვენი პირადი ინფორმაციის სიზუსტე, მასზედ წვდომა და განახლებები

კომპანია მიზნად ისახავს თქვენი პერსონალური ინფორმაციის მაქსიმალურად ზუსტ დაცვას. ნებისმიერ დროს, თუ გსურთ თქვენი პირადი ინფორმაციის გადახედვა, გასწორება ან განახლება, შეგიძლიათ განაახლოთ თქვენი შესაბამისი პროფილი და დაგვიკავშირდეთ წინარე ნახსენებ „Contact Us” ფუნქციის გამოყენებით. კომპანია შეასრულებს ასეთ მოთხოვნებს, როგორც კი ეს იქნება კომერციულად შესაბამისი ან კანონით დადგენილი. პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ ნებისმიერი მოთხოვნის დროს წარმოადგენთ თქვენი პირადობის მოწმობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენას, სანამ თქვენი პერსონალური ინფორმაციის ჩანაწერები ხელმისაწვდომი გახდება კომპანიის მიერ.

ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

კომპანია იტოვებს უფლებას შეცვალოს თავისივე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ნებისმიერ დროს და წინასწარი შეტყობინების გარეშე, თქვენ საპასუხოდ, მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალურობის შესახებ, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საპასუხოდ. გთხოვთ, ხშირად შეამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილებები. აღნიშნული საიტის თქვენ მიერ მუდმივი გამოყენება ნიშნავს იმას, რომ თქვენ გექნებათ მყისიერი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა საიტზე დაგეგმილი სავარაუდო კონფიდენციალურობის პოლიტიკის შინაგან წესდებაში ცვლილებების შესახებ. კომპანია მიიღებს გონივრულ ზომებს, რომ შეგატყობინოთ, თუ არსებობს რაიმე სახის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენს კონფიდენციალურობის პრაქტიკაში, თქვენ მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით. კომპანია საჯაროდ გამოაქვეყნებს ამ ცვლილებებს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. კომპანია ასევე განათავსებს შეტყობინებას თავისი საიტის მთავარ გვერდზე, სადაც ნათქვამია, რომ შეიცვალა კონფიდენციალურობის პოლიტიკა და უზრუნველყოფილი იქნება ახალი, სახეცვლილი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

ჩანაწერები

ჩვენ შეიძლება ჩავიწეროთ და დავაკვირდეთ ჩვენ მიერ განხორციელებულ ან მიღებულ ზარებს, რათა შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტები და უზრუნველვყოთ თქვენი და ჩვენი უსაფრთხოება მაღალ დონეზე.

ზოგადი პრინციპები

კომპანია ვალდებულია დაიცვას თქვენი ინფორმაციის კონფიდენციალურობა. თქვენი პირადი ინფორმაციაში ვგულისხმობთ თქვენს შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით თქვენ ან ზემოთ ნახსენები მესამე მხარე. ეს პოლიტიკა ეხება თქვენი ინფორმაციის კონფიდენციალურობას და ასახავს ჩვენს ვალდებულებას, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მომხმარებლებისა და ვიზიტორების შესახებ ინფორმაციის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი მართვა მთელ მსოფლიოში. 

დაგვეკონტაქტეთ

ჩვენ პატივს ვცემთ და ვითვალისწინებთ თქვენს მოსაზრებებს. თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის კომენტარები ან შეკითხვები ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ან გსურთ გააკეთოთ საჩივარი თქვენი მონაცემების შეგროვებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით ან კონფიდენციალურობის დარღვევის შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ „Contact Us/დაგვიკავშირდით” სექციის მეშვეობით. თქვენს მოთხოვნებსა თუ საჩივრებს მოვეპყრობით კონფიდენციალურად. ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ თქვენი საჩივრის / შეშფოთების / მოთხოვნის მიღებიდან შესაბამის ვადაში, რათა გესაუბროთ თქვენ, თუ როგორ შეიძლება მათი მოგვარება და ზოგადად, პრობლემის გადაჭრა. ჩვენ მიზნად ვისახავთ უზრუნველვყოთ თქვენი საჩივრის / შეშფოთების / მოთხოვნის მოგვარება დროულად და სათანადო წესით.